fbpx

23 იანვარი დილიდან


გააზიარე სტატია

სანტა ბარბარას კინოფესტივალზე “შინდისის” პრემიერა გაიმართა

 Image may contain: one or more people and indoor

ქართული ფილმი „შინდისი“ სანტა ბარბარას ფესტივალზე უჩვენეს. რამდენიმე ჩვენება დაგეგმილია  დღეს და ხვალ. ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა ფესტივალის ფარგლებში შეხვედრებიც ჩაატარა. კინოფესტივალი 25 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

 

Radiohead-მა ონლაინ ბიბლიოთეკა შექმნა

Thom Yorke of the British band Radiohead performs during a summer 2018 North American tour in support of the band's latest album "A Moon Shaped Pool," at the United Center in Chicago.

ონლაინ ბიბლიოთეკაში მთელი მათი საარქივო მასალაა თავმოყრილი, მათ შორის: სატელევიზიო გამოსვლებისა და კონცერტების ჩანაწერები, ვიდეორგოლები, ალბომის გარეკანები და ა.შ. ჯგუფის წევრების თქმით, ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ახლა ონლაინ ბიბლიოთეკაშია თავმოყრილი, ინტერნეტში ფრაგმენტულად და არასრულად იყო გავრცელებული, ბევრ მათგანს დაკარგული ჰქონდა ხარისხიც. ამიტომ, საარქივო ჩანაწერების გამოქვეყნების ინიციატივა ჯგუფმა თავად გამოიჩინა.

წყარო: https://edition.cnn.com

 

ნახეთ: “მე ვარ ბესოს” რეჟისორი ლაშა ცქვიტინიძე ახალ ფილმზე მუშაობს

ლაშა ცქვიტინიძის "ველი"

"როგორც უჯრედები ქმნიან ქსოვილს, ასევე ქმნიან ადამიანები სოციალურ ველს" – #მალე, ლაშა ცქვიტინიძის ფილმი "ველი"!

Gepostet von GNFC – Georgian National Film Center am Dienstag, 21. Januar 2020

 “ველი” – ასე ჰქვია რეჟისორ ლაშა ცქვიტინიძის ფილმს, რომლის გადაღებებიც წლის ბოლომდე დასრულდება. როგორც შემოქმედებითი ჯგუფი ამბობს, სულ მალე გადაღებები ინდოეთში გაგრძელდება, შემდეგ კი ფილმი სამონტაჟოში გადაინაცვლებს. 

წყარო: https://www.facebook.com

 

ჯასტინ ბიბერი მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის – Justin Bieber: Seasons-ის თრეილერს ავრცელებს

 10-ეპიზოდიანი ნამუშევარი არტისტის ცხოვრების ბოლო პერიოდს ასახავს. მისი პრემიერა 27 იანვარს იუთუბზე შედგება. ფილმში მაყურებელი იხილავს, თუ როგორ შუქდებოდა მედიაში სიახლეები მომღერლის შესახებ. თრეილერი ბიბერის ახალი კომპოზიციის, Yummy-ის ფონზე სრულდება. 

წყარო: https://www.youtube.com

 

ბრიტანეთში Queen-ის მონეტას გამოუშვებენ

 საკოლექციო 5-სტერლინგიანი მონეტები 24 იანვარს გამოდის. მასზე ინსტრუმენტების სახით იქნება აღნიშნული თითოეული ბენდის წევრი. მონეტაზე ასევე გამოსახულია ფრედი მერკურის როიალი, ბრაიან მეის გიტარა, ჯონ დიკონის ბასი და როჯერ ტეილორის დრამი. 

წყარო: https://www.nme.com/

 

Monty Python-ის წევრი ტერი ჯონსი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Image result for Terry Jones: Monty Python stars pay tribute to comedy great

ტერი ჯონსის ნათესავების თქმით, მუსიკოსი 21 იანვრის საღამოს საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში ის დემენციის იშვიათი ფორმით იტანჯებოდა. 

წყარო: https://www.bbc.com

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.