fbpx

ახალი ჩინური ვირუსი: სიმპტომები და მსხვერპლის საერთო ნიშან-თვისებები


გააზიარე სტატია

 

ახალი ჩინური ვირუსის პირველ მსხვერპლს ის საერთო სიმპტომები აღენიშნებოდა, რომელიც შემდგომ ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების უმეტესობას ახასიათებდა: ის 60 წელს  იყო გადაცილებული და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

დეკემბერში ახალი ვირუსის გამოჩენიდან  500-მდე ადამიანი დაინფიცირდა და 17 გარდაიცვალა.

ამ დრომდე გარდაცვლილთა უმრავლესობა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე (დიაბეტი, ცეროზი) ასაკოვანი ადამიანები არიან. ყველა მათგანი ცენტრალური ჰუბეის პროვინციიდანაა, სადაც ადგილობრივ ქალაქ ვუჰანში ზღვის პროდუქტების ბაზრობას ეპიდემიის ეპიცენტრად მიიჩნევენ.

მაშინ, როცა ასაკოვანი ადამიანები ვუჰანის ვირუსს შეეწირნენ, უფრო ახალგაზრდები, მათ შორის 10 წლის ბიჭი, ჰოსპიტლიდან უკვე გამოეწერენ.

აი რა ვიცით ამ დროისთვის გარდაცვლილების შესახებ:

მსვერპლის უმრავლესობა 60 წელს გადაცილებულია – ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მიერ ხუთშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, 17 გარდაცვლილი ადამიანის ასაკი 48-89 წლებს შორის მერყეობს. აქედან მხოლოდ ორი იყო 60 წლამდე ასაკის, ხოლო გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 73 წელია. მათი უმრავლესობა მიმდინარე კვირას გარდაიცვალა.

ჰოსპიტლიდან გამოწერილ ადამიანებს შორის, ზემოთ ხსენებული 10 წლის ბიჭის გარდა, არის ასევე 35 წლის მამაკაცი შენჟენიდან.

მსხვერლთა უდიდეს ნაწილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა ვირუსით დაინფიცირებამდე, მაგალითად, დიაბეტი ან ჰიპერტენზია. ერთ-ერთ მათგანს, 89 წლის მამაკაცს, რომელიც საავადმყოფოში 9 იანვარს გადაიყვანეს, სწორი ნაწლავის კიბოს ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ასევე აწუხებდა მაღალი წნევა და დიაბეტი.

სხვა გარდაცვლილს, 80 წლის ქალს, პარკინსონის დაავადება და ასევე  დიაბეტისა და მაღალი წნევის 20-წლიანი ისტორია ჰქონდა.

იყვნენ ადამიანები, რომლებმაც საავადმყოფოში რამდენიმე კვირა გაატარეს, რაც ბადებს შეკითხვებს ექიმების მზაობასთან დაკავშირებით პაციენტების ხანრგძლივი მკურნალობისთვის. ვუჰანის ვირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი ქალი საავადმყოფოში თვეზე მეტი ხნის წინ გადაიყვანეს. 48 წლის ქალს 10 დეკემბერს აღენიშნებოდა სიცხე, ხველება, ტკივილები ტანში და თავბრუსხვევა. მას კვირების განმავლობაში უტარდებოდა ანტიინფექციური მკურნალობა. იანვრის ბოლოს ახალგაზრდა ქალს სუნთქვის პრობლემები და მკერდის არეში შებოჭილობა აღენიშნა და 20 იანვარს გარდაიცვალა.

სიცხე ყველა მსხვერპლს არ აღენიშნებოდა. ამჟამად ვუჰანის მთავრობა აეროპორტებსა და სადგურებში მგზავრებს მაღალ ტემპერატურაზე ამოწმებს. ტაილანდის 4 აეროპორტში ხელისუფლებამ დააწესა სავალდებულო სკანირება ჩინეთის მაღალი რისკის რეგიონებიდან შემოსული მგზავრებისთვის. თუმცა, ვირუსით გარდაცვლილებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ჰოსპიტალიზების მომენტისთვის სიცხე არ აღენიშნებოდათ.

66 წლის მამაკაცი უჩიოდა მშრალ ხველას, თუმცა არ ჰქონდა სიცხე 22 დეკემბერს, ჰოსპიტალიზებამდე, თუმცა მას ასევე შეექმნა სუნთქვის პრობლემები ერთი კვირის შემდეგ, იანვრის შუა რიცხვებისთვის კი უკვე ხელოვნური სუნთქვის დახმარებას საჭიროებდა.

“მნიშვნელოვანია სირთულის ის ფართო სპექტრი, რომელსაც აღნიშნული ვირუსი იწვევს,” – განაცხადა Wellcome Trust-ის დირექტორმა ჯერემი ფარარმა. “ცხადია, რომ ბევრი ადამიანი უმნიშვნელო სიმპტომების, ან საერთოდ სიმპტომების არქონის გამო ვერც აცნობიერებს, რომ დაინფიცირებული და გადამდებია.”

“ეს შესაძლოა ბევრად ართულებდეს დაინფიცირებულთა რეალური რაოდენობის დადგენას, და ზრდიდეს ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის საფრთხეს.”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.