fbpx

24 იანვარი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ქართველი მოციგურავის ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე.

ავსტრიაში, ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში, მამაკაცების ერთეულთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა. ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში ასეთი წარმატებისთვის არავის მიუღწევია ელენე გედევანიშვილის შემდეგ.

 

სოფო მელიქიძემ Photolife club-ის ფოტოკონკურში ოქროს მედალი დაიმსახურა

Photolife club-ის ორგანიზებით ჩატარებულ  პირველ საერთაშორისო ფოტოკონკურსში – “ნარიყალა  2019”, რომელიც საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის, FIAP, PSA, GPU, APG, UPA-ის პატრონაჟით ჩატარდა, სოფო მელიქიძის ფოტომ ოქროს მედალი დაიმსახურა. კონკურსში მონაწილეობდა  69 ქვეყნის 478 ფოტოგრაფის 7077 ფოტო. ეს მელიქიძის მეორე ოქროს მედალია. ფოტოზე Gianandrea Noseda და წინანდლის ფესტივალზეა გადაღებული.

 

ჟან პოლ გოტიემ 50-წლიანი კარიერა დაასრულა

ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა ბოლო ჩვენება, სახელწოდებით „მოდა მთელი ცხოვრება“ პარიზის თეატრში გამართა. შოუში მისი ცნობილი მუზები და ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ ამერიკელი მსახიობი დიტა ფონ ტიზი, მის საფრანგეთი და მის სამყარო-2016 ირის მიტენარი, ამერიკელი ტოპმოდელი ბელა ჰადიდი, ესპანელი მსახიობი როსი დე პალმა და ასევე ფრანგი მომღერალი მილენ ფარმერი.

 

HBO Max ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე კომედიურ მულტსერიალს გადაიღებს, სახელწოდებით “პრინცი”

The Prince HBO Max

 პროექტის მთავარი გმირი პრინც უილიამის ვაჟი – ჯორჯი იქნება, სცენარისტი და პროდიუსერი კი გარი ჯანეტი. სერიალის სიუჟეტი მის Instagram-ანგარიშზე იქნება დაფუძნებული, რომელზეც ის სამეფო ოჯახში მიმდინარე მოვლენებს ჯორჯის სახელით აფასებს.

წყარო: https://variety.com/

 

ლეიკ შელტონი სიმღერაზე – Nobody But You გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს.

პოპვარსკვლავ გვენ სტეფანისთან ერთად ჩაწერილ კომპოზიციაზე შექმნილი კლიპი მათ ერთობლივ ცხოვრებას ეძღვნება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

გუგლმა ბუზის ტვინის 3D გამოსახულება შექმნა

Google-ის და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევითი დაწესებულების – Janelia Research Campus-ის მეცნიერებმა ბუზის მაგალითზე ტვინის სტრუქტურული კავშირის სქემის მაღალი რეზოლუციის 3D გამოსახულება შექმნეს. გამოსახულებაში ჩანს 20 მილიონი სინაფსის კავშირი 25,000 ნეირონთან. კონკრეტულად ეს გამოსახულება ბუზის ტვინის ვიზუალიზაციაა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

სტრიმინგ სერვისმა Netflix-ის 2019 წლის ბოლო 3 თვის ანგარიში გამოაქვეყნა

პლატფორმის რეკორდსმენის სტატუსი სათავგადასავლო, ფენტეზის ჟანრის ახალმა სერიალმა – The Witcher-მა დაიმსახურა. როგორც Netflix-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია მითითებული, სერიალს 76 მილიონმა მომხმარებელმა უყურა. აღნიშნული მონაცემებით, The Witcher  გახდა Netflix-ის სერიალი, რომლის პირველი სეზონი ყველაზე მეტმა ადამიანმა ნახა. 

წყარო: https://www.theverge.com/

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.