fbpx

BREAKING: კობი ბრაიანტი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა


გააზიარე სტატია

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიანტი კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამერიკული პრესა ავრცელებს. კერძო თვითმფრინავი კალიფორნიაში, კალაბასაში ფრენის დროს ცეცხლის გაჩენის შემდეგ ჩამოვარდა. მასში სავარაუდოდ კიდევ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ვერც ერთი ვერ გადარჩა.

TMZ-ს ინფორმაციით, გამოძიება მუშაობს, რათა დაადგინოს რა გახდა კატასტროფის მიზეზი.

კობი ბრაიანტი NBA-ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი კალათბურთელი იყო, რომელსაც 5-ჯერ აქვს მოპოვებული ოქროს ბეჭედი, 18-ჯერ კი ყველა ვარსკვლავის გუნდში ნათამაშები. კობიმ აშშ-ს ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2008 და 2012 წლებში ოლიმპიური ოქროც მოიპოვა. 2008 წელს კობი ბრაიანტი NBA-ის MVP-ის წოდების მფლობელიც გახდა. მან 20-წლიანი საკალათბურთო კარიერა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის შემადგენლობაში გაატარა.

კობი ბრაიანტი 41 წლის იყო.

3,086 total views, 3 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.