fbpx

ნახეთ “ფორსაჟის” პირველი თიზერი, სადაც თავისუფლების მოედანიც ჩანს


გააზიარე სტატია

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ გასული წლის აგვისტოში საქართველოში, თბილისის რამდენიმე ცენტრალურ გამზირსა და რუსთავში ჰოლივუდური ბლოკბასტერ ფორსაჟის მეცხრე ნაწილის გადაღებები მიმდინარეობდა.

გადაღებები დასრულდა და დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ფილმის პრემიერას, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე, 22 მაისს გაიმართება, ქართველი მაყურებელიც დიდი ინტერესით ელოდება.

იქამდე, სანამ ფილმის მეცხრე ნაწილს დიდ  ეკრანებზე ვიხილავთ კი გაგახარებთ და გეტყვით, რომ დღეს, 26 იანვარს Fast and Furious-ის პირველი 15-წამიანი თიზერი გამოვიდა.

უახლეს კადრებში ჰოლივუდელი მსახიობის, ვინ დიზელის გარდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი თავისუფლების მოედანიც ჩანს.

თიზერიდან კი ასევე ვიგებთ, რომ ფილმის პირველ სრულ ტრეილერს 31 იანვარს ვიხილავთ.

ფორსაჟი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ამერიკული ბლოკბასტერია, რომლის პირველი ნაწილიც მაყურებელმა 2001 წელს იხილა. ფილმის შემოსავალი 207 მილიონი დოლარი იყო.

მე-8 ნაწილი კი 2019 წელს გამოვიდა და მისმა შემოსავალმა 760 მილიონ დოლარს გადააჭარბა. საერთო  ჯამში ფილმის ყველა ნაწილის ერთობლივი შემოსავალი კი თითქმის 6 მილიარდი დოლარია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.