26 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომელმაც მსოფლიო გააოგნა. ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი კერძო ვერტმფრენში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვერტმფრენში მისი 13 წლის ქალიშვილიც, ჯიანა ბრაიანტიც იმყოფებოდა.
კობი ბრაიანტი იყო კალათბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, რომლის სახელიც ყველასთვის კარგად ნაცნობია. ჩვენ გადავწყვიტეთ მისი 20-წლიანი კარიერა ფოტოებში შეგვეჯამებინა და მამბას წარმატებები კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა.
#1 შეხვედრა ლეგენდასთან
ფოტოზე ხედავთ ლოს-ანჯელეს ლეიკერსის კალათბურთელ კობი ბრაიანტსა (მარცხნივ) და ჩიკაგო ბულსის კალათბურთელ მაიკლ ჯორდანს. ფოტო გადაღებულია 1997 წლის 17 დეკემბერს. ამ დროს კობი ბრაიანტი 19 წლის იყო და NBA-ში პირველ ნაბიჯებს დგამდა. ამ შეხვედრაში კობიმ გუნდიდან ყველაზე ბევრი, 33 ქულა დააგროვა, მაიკლ ჯორდანმა კი 36. საბოლოოდ, ჩიკაგო ბულსმა ლეიკერსი 104-83 დაამარცხა.
#2 2010 წლის გმირი
ფოტო 2010 წლის 17 ივნისსა გადაღებული, NBA-ის ფინალების მეშვიდე მატჩში ბოსტონ სელტიკის წინააღმდეგ. კობი ბრაიანტი აღნიშნავს ჩაგდებულ 3-ქულიანს. ამ შეხვედრაში კობიმ 23 ქულა მოაგროვა და გუნდს NBA-ის ჩემპიონობა მოუტანა.
‘#3 ჩემპიონი
ფოტო 2000 წლის 19 ივნისსაა გადაღებული. კობი ბრაიანტს ლაი ო’ბრაიენის ტიტული უჭირავს ხელში, მის გვერდით კი ლეგენდარულ შაკილ ო’ნილს MVP-ის თასი. თანაგუნდელები NBA-ის ჩემპიონობას აღნიშნავენ, რომელიც ინდიანა პეისერსის წინააღმდეგ, მეექვსე შეხვედრაში მოიპოვეს. ლეიკერსმა აღნიშნული მატჩი 116-111 მოიგო, სერიაში კი 4-1 გაიმარჯვა.
#4 აღნიშვნა
2010 წლის 17 ივნისი. კობი ბრაიანტი აღნიშნავს ჩემპიონობას საშინაო არენაზე.
#5 აღიარება
2017 წლის 18 დეკემბერი. კობი ბრაინტის სათამაშო ნომრების გაყინვის ცერემონია, რომლის თანახმადაც ლეიკერსში მის სათამაშო ნომრებს ვერავინ ჩაიცვამს. ფოტოს მარცხენა ნაწილში ჯინა ბრაიანტს ხედავთ, რომელიც კობისთან ერთად დაიღუპა ავიაკატასტროფაში.
#6 ისტორია
კობი ბრაიანტი და შაკილ ონილი აღმართავენ NBA-ის თასსა და MVP-ის თასს, 2002 წლის 12 ივნისი. ლეიკერსი ამ წელს ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი. ფინალში ლოს-ანჯელესის გუნდმა ნიუ-ჯერს ნეტსი დაამარცხა, ანგარიშით 113-107.
#7 ოლიმპიური ოქრო
ფოტოზე ხედავთ კარმელო ენტონის, ლებრონ ჯეიმსსა და კობი ბრაიანტს. კალათბურთელები 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებას აღნიშნავენ.
#8 ქულების მანქანა
2006 წლის 22 იანვარს მამბამ ტორონტო რეპტორსის წინააღმდეგ 81 ქულა ჩააგდო. მას მხოლოდ ვილტ ჩემბერლეინი უსწრებს, რომელმაც 1962 წელს 100 ქულა მოაგროვა.
#9 დებიუტი
1996 წლის 3 ნოემბერი. კობი ბრაიანტის დებიუტი NBA-ში, მინესოტა ტიმბერვულვზის წინააღმდეგ.
#10 ბოლო გასროლა
კარიერის ბოლო მატჩი. 2016 წლის 14 აპრილი. კობი ბრაიანტმა იუტა ჯაზის წინააღმდეგ 60 ქულა ჩააგდო და პროფესიონალურ კალათბურთს მოთამაშის რანგში სამუდამოდ დაემშვიდობა.