TMZ: კობი ბრაიანტთან ერთად, მისი ქალიშვილიც დაიღუპა
ამერიკული პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლეგენდარულ კალათბურთელთან ერთად ავიაკატასტროფაში მისი 13 წლის ქალიშვილი, ჯიანა ბრაიანტიც დაიღუპა. მათთან ერთად, ვერტმფრენის ჩამოვარდნას კიდევ სამი ადამიანი ემსხვერპლა.
კობის ოჯახის სხვა წევრები, მეუღლე და სამი შვილი, ვერტმფრენში არ იმყოფებოდნენ.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიანტი კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.
TMZ-ს ინფორმაციით, გამოძიება მუშაობს, რათა დაადგინოს რა გახდა კატასტროფის მიზეზი.
კობი ბრაიანტი NBA-ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი კალათბურთელი იყო, რომელსაც 5-ჯერ აქვს მოპოვებული ოქროს ბეჭედი, 18-ჯერ კი ყველა ვარსკვლავის გუნდში ნათამაშები. კობიმ აშშ-ს ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2008 და 2012 წლებში ოლიმპიური ოქროც მოიპოვა. 2008 წელს კობი ბრაიანტი NBA-ის MVP-ის წოდების მფლობელიც გახდა. მან მისი 20-წლიანი საკალათბურთო კარიერა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის შემადგენლობაში გაატარა.
კობი ბრაიანტი 41 წლის იყო.
5,806 total views, 7 views today

