fbpx

27 იანვარი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ნატალია ქუთათელაძემ ესპანეთის ერთ-ერთ ტურნირზე მეორე პრემია და ვერცხლის მედალი დაიმსახურა

Gepostet von Concurso de Canto Tenor Viñas am Samstag, 25. Januar 2020

ქალაქ ბარსელონაში დასრულდა ცნობილი ესპანელი ტენორის, ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა 57-ე საერთაშორისო კონკურსი, სადაც ქართველმა მეცო-სოპრანო  ნატალია ქუთათელაძემ მეორე პრემია (15 ათასი ევრო) და სამახსოვრო ვერცხლის მედალი დაიმსახურა. კონკურსში გამარჯვებულს ბარსელონის საოპერო თეატრ „ლესეუს“ ფონდი მომავალ წელს კონტრაქტსაც გაუფორმებს და რამდენიმე საოპერო დადგმაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. მესამე პრემია (11 ათასი ევრო) ჩილელ სოპრანოს, იარიცა ველიზ აკვეაზს გადაეცა. 

 

კალათბურთელი კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა

Kobe Bryant

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდარული კალათბურთელის გარდაცვალების მიზეზი ვერტმფრენის ჩამოვარდნა გახდა. კატასტროფისას ბრაიანტი საკუთარ ვერტმფრენში სამ სხვა ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი. დადასტურებული ინფორმაციით, კობისთან ერთად დაიღუპა მისი 13 წლის შვილიც. კალათბურთელის გარდაცვალებას მთელი მსოფლიო გლოვობს, მათ შორის არიან მისი კოლეგები და ჰოლივუდის ვარსკვლავები. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა კალათბურთის გარდაცვლილ ლეგენდას, კობი ბრაიანტს გატანილი გოლი მიუძღვნა. ოფიციალური განცხადება გაავრცელა ამერიკის კინოაკადემიამაც. “როგორც ყველა დიდმა ხელოვანმა, კობი ბრაიანტმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია”, – წერია აკადემიის განცხადებაში. კობი ბრაიანტის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმიანება ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულიაც. “ძალიან ადრეა. ძალიან სევდიანია. ძალიან ბევრი გატეხილი გულია. ძალიან ბევრი ცრემლია. მადლობა უამრავი მოგონებისთვის”, – წერს ფაჩულია. 

წყარო: https://nypost.com/

 

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთში 70 ათასი კინოთეატრი დაიხურა

ერთობლივი განცხადება ქვეყნის კინოთეატრების უმსხვილესმა ქსელებმა გაავრცელეს. მანამდე ჩინეთის უმსხვილესმა კინოსტუდიებმა გააუქმეს პრემიერები, რომლებიც 25 იანვარს, ჩინური ახალი წლის დღეს უნდა გამართულიყო. ჩინეთში ვირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. 

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ჯენიფერ ლოპესმა ბრენდ Guess-ის 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია წარადგინა.

სარეკლამო ფოტოები 50 წლის მომღერლის Instagram-ზე გამოქვეყნდა. სარეკლამო კამპანიის არტდირექტორი Guess-ის მთავარი კრეატიული დირექტორი პოლ მარჩიანო გახდა. 

წყარო: https://www.instagram.com/p/B7wnaHfJeKi/?utm_source=ig_embed

 

მსახიობი და რეჟისორი ენდი სერკისი კინოში შეტანილი წვლილისთვის BAFTA-ს საპატიო ჯილდოს მიიღებს

BAFTA-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მსახიობმა ეკრანზე ბევრი ცნობილი გმირი გააცოცხლა და ტექნოლოგია Motion Capture-ის პიონერი იყო. BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონია 2 თებერვალს გაიმართება. 

 

ტეილორ სვიფტი მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, Miss Americana-ს თრეილერს ავრცელებს

ემის ჯილდოს მფლობელი რეჟისორის, ლანა უილსონის ნამუშევარში არტისტის კადრს მიღმა ცხოვრება, სტუდიაში მუშაობის პროცესი და სასცენო პერფორმანსები არის ასახული. ფილმის მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს Netflix-ზე შედგება. ნამუშევარი პირველად სანდენსის კინოფესტივალზე აჩვენეს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.