fbpx

როგორ იწყებოდა ფოტოგრაფია – ჯონ ვარბურგის ტექნიკა და ინოვაციები


გააზიარე სტატია


ჯონ ვარბურგი ერთ-ერთი პირველი ინგლისელი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც გასული საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დარგის განვითარებაში. 

 

იმ პერიოდში ფოტოგრაფია პირველ ნაბიჯებს დგამდა, მეცნიერები იგონებდნენ და პრაქტიკაში ნერგავდნენ ახალ-ახალ ტექნოლოგიებს, ხოლო თავად ფოტოგრაფირების პროცესი ქიმიისა და ფიზიკის სფეროში ცოდნასაც საჭიროებდა. ვარბურგი ფოტოგრაფიის სამეფო საზოგადოებაში გაერთიანდა და მუშაობა სხვადასხვა ტექნიკებით დაიწყო. თუმცა, მისი საყვარელი მეთოდი  ძმები ლუმიერების რევოლუციური ნოვაცია – „ავტოქრომული ტექნიკა“ გახდა.

(autos “თვით” chrōma “ფერი” ავტოქრომული ფირფიტა, რომელზედაც გადაღებისა და სპეციალური დამუშავების შემდეგ გამოდის ფერადი გამოსახულება. სამუშაო პროცესში ლუმიერები  კარტოფილის წითლად, ლურჯად და მწვანედ შეღებილ სახამებელს, შავ ჭვარტლსა და სინათლის მიმართ მგრძნობიარე ემულსიებს იყენებდნენ).

ჯონ ვარბურგს ბავშვობიდან ქრონიკული ასთმა აწუხებდა, შესაბამისად, დიდი ხნით სახლიდან გასვლა და სრული დატვირთვით მუშაობა ძალიან უჭირდა. აქედან გამომდინარე, ფოტოებს მეტწილად თავის შვილებს, ოჯახის წევრებს უღებდა, ასევე ბუნების პეიზაჟებსაც ასახავდა. 

ჯონ ვარბურგმა პროფესიონალი ფოტოგრაფის სტატუსი სიცოცხლეშივე მოიპოვა და როგორც ფოტოგრაფირების ქიმიური პროცესების კარგმა მცოდნემ, ფოტოგრაფიის სამეფო საზოგადოებაში პედაგოგობა დაიწყო, სადაც მომავალ თაობას „ავტოქრომის ტექნიკას“ საკუთარი გამოსახულებების მაგალითებზე ასწავლიდა.  

გასული საუკუნის 30-იან წლებამდე ფერადი ფოტოგრაფიის ავტოქრომული მეთოდი წამყვანი და ყველაზე გავრცელებული ტექნიკა იყო, თუმცა 1935 წელს ის გაცილებით იაფმა და ხარისხიანმა ნოვაციამ ჩაანაცვლა. კომპანია  KODAK-ის მიერ ფერადი ფოტოფირის გამოშვების შემდეგ ლუმიერების გამოგონება თანდათანობით დავიწყებას მიეცა. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.