კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთში 70 ათასი კინოთეატრი დაიხურა
გააზიარე სტატია
ერთობლივი განცხადება ქვეყნის კინოთეატრების უმსხვილესმა ქსელებმა გაავრცელეს. მანამდე ჩინეთის უმსხვილესმა კინოსტუდიებმა გააუქმეს პრემიერები, რომლებიც 25 იანვარს, ჩინური ახალი წლის დღეს უნდა გამართულიყო.
ჩინეთში ვირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.