ბილი აილიშმა გრემის 5 ნომინაციაში გაიმარჯვა
გააზიარე სტატია
წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოება ლოს-ანჯელესში გაიმართა.
აილიში წლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა, მისმა სიმღერამ Bad Guy საუკეთესო ჩანაწერისა და სიმღერის ნომინაციებში გაიმარჯვა, 18 წლის მომღერლის სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? კი საუკეთესო ალბომად და საუკეთესო პოპ-ალბომად დასახელდა.


