fbpx

28 იანვარი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

The New York Times-ის სიაში ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის “ჩემი ბედნიერი ოჯახიც” მოხვდა

The New York Times-მა იმ 50 საუკეთესო ფილმის სია გამოაქვეყნა, რომელსაც ნეტფლიქსზე შეგვიძლია ვუყუროთ. სიაში კი ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი” მოხვდა.

ჩამონათვალში ისეთი ფილმები შევიდა, როგორებიცაა – “ირლანდიელი”, “ქორწინების ისტორია”, “ღმერთების ქალაქი”, “მოკალი ბილი” და სხვა.

წყარო: https://www.nytimes.com/

 

ბილი აილიშმა გრემის 5 ნომინაციაში გაიმარჯვა

წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოება ლოს-ანჯელესში გაიმართა. აილიში წლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა, მისმა სიმღერამ Bad Guy საუკეთესო ჩანაწერისა და სიმღერის ნომინაციებში გაიმარჯვა, 18 წლის მომღერლის სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? კი საუკეთესო ალბომად და საუკეთესო პოპ-ალბომად დასახელდა.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვები” ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში უჩვენეს

Screening of the Negative Numbers at BRIDGES, EAST OF WEST FILM DAYS, Bozar. Big thanks to Tamara Tatishvili, Juliette Duret and team!

Gepostet von Negative Numbers/უარყოფითი რიცხვები am Sonntag, 26. Januar 2020

ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი “ბოზარი” ქართული ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს. ღონისძიება იმართება ფესტივალის ფარგლებში – “ხიდები. დასავლური კინოს დღეები აღმოსავლეთით” (BRIDGES. EAST OF WEST FILM DAYS).  მაყურებელმა უკვე ნახა დიმიტრი მამულიას “ბოროტმოქმედი”, ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა და დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”.

 

Samsung ახალი პროდუქტების წარდგენისათვის ემზადება

Samsung Galaxy S11, Galaxy S11 camera, Galaxy S11 Price, Galaxy S11 release date,

კომპანიამ Galaxy სერიის ახალი სმარტფონის პრეზენტაცია უკვე დააანონსა, რომელიც 2020 წლის 11 თებერვალს გაიმართება. როგორც  ცნობილია, ახალ მოდელს Galaxy S20 ერქმევა. მთავარ პროდუქტთან ერთად, ღონისძიებაზე Samsung კიდევ რამდენიმე მოწყობილობის პრეზენტაციას გეგმავს. 

წყარო: https://www.forbes.com/


ნაომი კემპბელი მოდის სახლის – Vivienne Westwood-ის ახალი კამპანიის სახეა

Vivienne Westwood SS20 campaign Naomi Campbell 1

სუპერმოდელმა მოდის სახლის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთ ფოტოში 49 წლის კემპბელი სრულიად შიშველია. ფოტოსესიაში თავად დიზაინერი ვივიენ ვესტვუდიც მონაწილეობდა. 

წყარო: https://www.dazeddigital.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.