წყლის ზედაპირზე გამოსაფენად მდინარის პირას ნახატი თავდაყირა შეასრულეს
ავტორი: ანა გრაგერტი
მხატვარ რეი ბარტკუსს სურდა ლიეტუვას მდინარე შეშუპე თავისი ნამუშევრის ნაწილად გადაექცია, რის გამოც მან ნახატი თავდაყირა შეასრულა.
იმის მიუხედავად, რომ კედლის მხატვრობის დიზაინი ერთი შეხედვით ჩვეულებრივად შეიძლება მოგეჩვენოთ, ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც გამოსახულების ანარეკლს მდინარეში დაინახავთ – წყლის ზედაპირზე გამოსახული ფიგურები თითქოს ცოცხლდება და წყალთან ინტერაქციაში შედის.
მოცურავეები, გედები და ნიჩბოსნები თითქოს წყლის ზედაპირზე არიან. აქვე მოჩანს წარმოსახვითი მყვინთავის ფეხებიც, რომელიც თითქოს სულ ახლახან გადაეშვა წყალში, ხოლო ტალღები კი გედების, ნავებისა და ნიჩბოსნების წყალზე სრიალის ილუზიას ქმნიან.
ბარტკუსის მხრივ ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, წინასწარ დაგეგმვას მოითხოვდა. ნამუშევრის შესრულების შთამბეჭდავი მანერა კარგად მოჩანს ფოტოებზე, რომლებიც მხატვრის იდეის უკეთ საჩვენებლად დაამუშავეს.