5 საგანმანათლებლო სივრცე ბავშვებისთვის, რომლებიც თუ აქამდე არ იცოდით, ამიერიდან შეგიყვარდებათ
თბილისი ბავშვებისადმი მეგობრულ ქალაქად ვერ ჩაითვლება, მწირი რეკრეაციული სივრცეებისა და ბავშვების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. განუვითარებელი საგანმანათლებლო სტრუქტურები და შემეცნებითი თუ გასართობი მუნიციპალური დაწესებულებების არარსებობა კი დამატებით სირთულეებს ქმნის. შესაბამისად, აქ მცხოვრები ბავშვებისა და მშობლებისთვის დიდი თავსატეხია საინტერესო, სახალისო და ბავშვების უნარების განმავითარებელი, გასართობი და სასწავლო ადგილების მოძებნა.
გთავაზობთ რამდენიმე ადგილს, რომლებიც აქამდე შეიძლება არ იცოდეთ და რომლებიც ვფიქრობთ, თქვენ და თქვენს პატარებს მოგეწონებათ:
ფარდული
გახსოვთ ემილი? Პატარა ბიჭი კუპუკათი, რომელსაც მამა როცა სჯიდა ხოლმე, ფარდულში მიდიოდა და ხის კაცუნებს თლიდა? ემილიმ იცოდა, რომ ხეზე მუშაობა ამშვიდებს და აბედნიერებს. ფარდულის შემქმნელებიც ამავე აზრზე არიან. ისინი თვლიან, რომ ურბანულ გარემოში ბავშვებს ხელსაქმე და ჩხირკედელაობა ბედნიერებას ანიჭებს და სთავაზობენ სივრცეს შემოქმედებისთვის. ხეზე მუშაობის გარდა აქ ბავშვები შეისწავლიან ქსოვას, კერვას, მოისმენენ ლექციებს და სემინარებს ეკოლოგიასა და მებაღეობაზე.
ფარდული არის სახელოსნოსა და საგანმანათლებლო სივრცის სინთეზი. ფარდულის კონცეფცია გულისხმობს განსხვავებული, ალტერნატიული სივრცის არსებობას, რომელიც დაინტერესებულებს შესთავაზებს სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობასა და კურსებს, ძირითადად – ხელობის მიმართულებით.
ვინგსი
ბავშვთა შემეცნებითი ცენტრია, რომელიც 3-14 წლის მოზარდებისთვისაა ს განკუთვნილი და მათ სთავაზობს ინფორმაციას სამყაროს შესახებ, ასწავლის საკუთარი ემოციებისა და შთაბეჭდილებების გამოხატვას ხელოვნებისა და სოციალურ-როლური თამაშების მეშვეობით და უვითარებს სოციალურ უნარებს. ეს სივრცე სამმა ქალმა დააარსა, რომლებსაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები ჰყავთ.
როგორც ისინი ამბობენ, მათი მთავარი მიზანი იყო შეექმნათ ისეთი პროგრამები, რომელიც ბავშვებისთვის იქნებოდა საინტერესო, ისწავლიდნენ ემოციებისა და შთაბეჭდილებების გადმოცემას და დააგროვებდნენ ცოდნას.
თამაშობანა
სათამაშოების მწარმოებელი ქართული კომპანია ბავშვების გემოვნებას მორგებულ კაფეში, ახვლედიანის ქუჩაზე, პერიოდულად აწყობს ისეთ საინტერესო ვორკშოფებსა და მასტერკლასებს, როგორიცაა დრამებზე დაკვრა, მხიარული ტყლარწების დამზადება, ფერადი ხინკლუკების გაკეთება ან პიცის გამოცხობა. აქტივობების ნაწილი განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის. აქვე გელით გემრიელი საჭმელები და “თამაშობანას” თამაშები.
Soulscope
მუსიკოსისა და კომპოზიტორის, სოფი ხუციშვილის, იგივე Sophie Villy-ს მიერ შექმნილი სივრცეა, რომელიც მუსიკას და ხელოვნების სხვა დარგებს აერთიანებს და ყოველ შაბათს ერთ რომელიმე თემაზე იპყრობს ბავშვების ყურადღებას. სოულსკოუპი განკუთვნილია 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
სფერო
სად ვართ? რისგან შევდგებით? როდის ვართ?ეს სამი კითხვა ყველა ჩვენგანს შეუძლია დაუსვას საკუთარ თავს.ჩვენ, Sphero, უკიდეგანო სამყაროში, ერთერთ ულამაზეს პლანეტაზე, ჩვენთვის უსაყვარლეს საქართველოში, თბილისში, City Mall • სითი მოლიში, ბოლო სართულზე, Cavea Cinemas გვერდით ვერანდაზე ვართ.შევდგებით გუმბათოვანი ეკრანის, პროექტორების და იმ ძალზედ საინტერესო ფილმებისგან, რომელსაც მომავალში იხილავთ და რაც მთავარია, ჩვენ შევდგებით თქვენგან… იმ ხალხისგან, რომელიც გვსტუმრობს.ჩვენ XXI საუკუნეში ვართმოდით, შემოდით გუმბათში
Gepostet von Sphero • სფერო am Freitag, 3. Januar 2020
360-გრადუსიანი გუმბათოვანი მუზეუმია, რომელშიც სამყაროს შესახებ ჰყვებიან ამბებს ლექციების, სეანსების, ცოცხალი მუსიკის ინერსიული წარმოდგენების, ექსპერიმენტული ხელოვნების პერფორმანსების საშუალებით.