fbpx

29 იანვარი  დილიდან


გააზიარე სტატია

 

NBA-ს ლოგოზე კობი ბრაიანტის გამოსახულებით შეცვლის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

Screenshot of the Change.org petition to get Kobe Bryant's silhouette added to the NBA logo

 ​პეტიცია ვებგვერდზე Change.org ნიკ ემმა შექმნა. ავტორის თქმით, ლოგოზე კალათბურთელის სილუეტის გამოსახულებით მისი მემკვიდრეობა უკვდავი გახდება. პეტიციას ხელი უკვე ორ მილიონამდე ადამიანმა მოაწერა.  ახლა საკალათბურთო ასოციაციის ლოგოზე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდარული კალათბურთელის, ჯერი ვესტის სილუეტია გამოსახული. კალათბურთელი 81 წლისაა. 41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის შვილი ესსხვერპლა.

წყარო: https://www.bbc.com/

 

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ქართველი მხატვრისა და კალიგრაფის, გიორგი სისაურის პერსონალური გამოფენა გაიმართება

Image may contain: 1 person, indoor

ექსპოზიცია სახელწოდებით „სამოთხის შეხება“ ავტორის მიერ შექმნილ ქართული ანბანის 38 საზედაო ასოსა და მის მიერ წლების განმავლობაში შექმნილ მინიატიურებს, ასევე  გრაფიკულ ნამუშევრებს გააერთიანებს. გამოფენა სოფიაში, სან სტეფანო გალერეაში ორი კვირა გაგრძელდება. ექსპოზიცია 19 თებერვალს გაიხსნება და მას ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ფოტო: https://www.facebook.com

 

5 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის ვაკის მედიათეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ოფიციალურად გაიხსნება

Image may contain: 4 people, text

2020 წელს გამოჩენილი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა და სწორედ ამ საიუბილეო თარიღს მიეძღვნება გახსნის ღონისძიება. მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაზე ისაუბრებენ როსტომ ჩხეიძე, ზვიად კვარაცხელია, ნათია ფურცელაძე და გიორგი ლობჟანიძე.  შემდეგ კი საჯაროდ წაიკითხავენ მონაკვეთებს მწერლის ჩანაწერების წიგნიდან – „უბის წიგნაკებიდან“.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ნიუ-იორკში, Ground Floor Gallery-ში, ახალგაზრდა ქართველი შემოქმედის, მარიამ მაღლაკელიძის პერსონალური გამოფენა – „The Tree of Life“ გაიმართა

ნიუ-იორკში ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

გამოფენა კონცეპტუალურად ასახავდა სამყაროსა და ცხოვრების კომპლექსურობას, კავშირებს ადამიანებსა და ბუნებას შორის.

მარიამის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მასალასა და ტექნიკაში. ზეთი, აკრილი, მელანი, პასტელი, ალკოჰოლურ მელანში შესრულებული ნამუშევრები მნახველს საშუალებას აძლევდა ემოგზაურა მარიამის სულიერ სამყაროში.

„მნიშვნელოვანია პროცესი, როცა მხატვარი ემოციებს ფურცელზე ან ტილოზე გადმოსცემს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია პროცესი, სადაც დამთვალიერებელი სულიერ თუ ემოციურ კავშირს ამყარებს ნამუშევრებთან. ნახატმა გარკვეული ზეგავლენა უნდა მოახდინოს ადამიანებზე, აღძრას ემოცია. მიხარია, რომ ეს კავშირები შედგა ჩემს გამოფენაზე“, – აცხადებს მარიამ მაღლაკელიძე.

ახლო მომავალში ნიუ-იორკში მარიამ მაღლაკელიძის კიდევ რამდენიმე პერსონალური გამოფენა იგეგმება.

წყარო: https://www.interpressnews.ge

 

მეტ რივზმა ახალი „ბეტმენის“ გადაღება ოფიციალურად დაიწყო.

ამის შესახებ რეჟისორმა Twitter-ზე დაწერა. ფილმში მთავარ როლს რობერტ პატინსონი შეასრულებს. ფილმი ეკრანებზე 2021 წელს გამოვა. 

წყარო: https://twitter.com/

 

NETFLIX-მა 3D კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ანიმე სერიალის –  Ghost in the Shell: SAC_2045-ის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა.

სტრიმინგ სერვისმა სერიალის გამოსვლის თარიღიც დააანონსა – Ghost in the Shell-ის პრემიერა 2020 წლის აპრილში შედგება. სერიალის სიუჟეტი დისტოპიურ მომავალში, კარგად ნაცნობი ანიმე პერსონაჟების ირგვლივ ვითარდება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.