fbpx

31 იანვარი დილიდან 


გააზიარე სტატია

ნასამ ისტორიაში პირველად მზის ზედაპირის ყველაზე დეტალური ფოტოები გადაიღო


ფოტოებზე პირველად გამოჩნდა 30 კილომეტრამდე ზომის ობიექტები. მზის ნაციონალური ლაბორატორიის მიერ გამოქვეყნებულ ფილმში ნაჩვენებია ნივთიერებათა მოძრაობა მზის კონვექციურ უჯრედებში. მისი დახმარებით სპეციალისტები მნათობის ზედაპირისა და მისი ატმოსფერული მაგნიტური ველებისა რუკას შექმნიან.

წყარო: https://www.bbc.com/

 

ტალიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ოქროს სამი მედალი მოიპოვა

 

წარმოშობით უკრაინელმა სპორტსმენმა, რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობს, სამივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. პლესნოიმ აკვრაში 176, ატაცში კი 210 კილოგრამი დასძლია და ორჭიდის ჯამში 386 კილოგრამი დააფიქსირა. რომში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ხვალ კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გამოვა.

 

Kayakata-ს ალბომი Impala-ს წლის ალბომის დაჯილდოების ნომინანტია 

პოპულარული ქართული ჰიპ-ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს სადებიუტო ალბომი Sadaa დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაცია Impala-მ წლის საუკეთესო ევროპული დამოუკიდებელი ალბომის ნომინაციაზე წარადგინა. “კაიაკატასთან” ერთად ჯილდოსთვის კიდევ 21 არტისტი იბრძოლებს, მათ შორის: Apparat, Little Simz და Trentemøller. 

 

ვაშინგტონში ნანა ჯორჯაძის “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” აჩვენეს

Gepostet von Embassy of Georgia to the United States am Mittwoch, 29. Januar 2020

ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს ქართული კინოს სერიების მოწყობას. რამდენიმე საათის წინ ვაშინგტონში ნანა ჯორჯაძის დოკუმენტური ფილმის – “ღვინის ნულოვანი მერიდიანის” ჩვენება გაიმართა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ოსკარის 92-ე დაჯილდოებაზე პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი ბილი აილიში იმღერებს

ამის შესახებ ინფორმაციას კინოაკადემია ტვიტერზე ავრცელებს. ცერემონია 9 თებერვალს გაიმართება. არტისტი ახლახან გრემის დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი გახდა, რომელმაც ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მან კიდევ ერთი გრემი საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში მიიღო.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.