fbpx

რენტგენით დანახული არალეგალური ემიგრაცია – ნოელ მეისონის ფოტოპროექტი


გააზიარე სტატია



ნოელ მეისონი ახალგაზრდა ამერიკელი არტისტია, რომლის არტპროექტებიც სოციალურ თემებს ეხმიანება და ისეთ მედიებში მუშაობს, როგორებიცაა ფოტოგრაფია, ფერწერა, ქანდაკება და ვიდეოინსტალაციები. 

„თანამედროვე საზოგადოება მსოფლიოს სიახლეებს სოციალურ ქსელებში, ტრადიციული ფოტორეპორტაჟის მეშვეობით იგებს. ას წელზე მეტია, რაც ფოტოჟურნალისტიკა და დოკუმენტური ფოტოგრაფია ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ასახავს. ამ ფორმატის პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ის ინტერნალიზებული ხდება, შესაბამისად, ადამიანის მგრძნობელობა გამოსახულების მიმართ, მისი აღქმის უნარი ბლაგვდება. ამიტომ ჩემი მიზანია, ვიპოვნო გამოხატვის ახალ-ახალი ვიზუალური ფორმები, რაც მეტ ყურადღებას დაიმსახურებს“ – ამბობს არტისტი. 

ნოელ მეისონის ერთ-ერთი ბოლო პროექტი „უხილავის რენტგენული ხედვა“ მექსიკიდან ა.შ.შ-ის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონო შემოყვანის პრობლემას ეხება. არტისტმა პროექტზე მუშაობის პროცესში, აშშ-ის სასაზღვრო პატრულის ოფიციალური არქივში დაცული, ინფრაწითელი და რენტგენული ტექნოლოგიებით გადაღებული გამოსახულებები გამოიყენა, რომლებზეც სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით ადამიანების უკანონო გადაყვანის ფაქტები იყო დაფიქსირებული. მოძიებული მასალა კი, „ციანოტიპის“ (Cyanotype – ფოტოგრაფიული პროცესი, რომელიც ფოტობეჭდვისას ცისფერ გამოსახულებას იძლევა. მეთოდი 1842 წელს, ინლისელმა ფიზიკოსმა სერ ჯონ გერშელმა გამოიგონა) ტექნიკით დაამუშავა და ქაღალდზე გადაიტანა. 

გასულ წელს, ნოელ მეისონის პროექტი „უხილავის რენტგენული ხედვა“ LensCulture Art Photography Awards-ის გამარჯვებული გახდა. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.