fbpx

ვინ არის ცნობილი “ბიჭი პლაკატით” ინსტაგრამიდან


გააზიარე სტატია

ავტორი: ჰეზერ ლეიტონი

2019 წლის ოქტომბერში სეთ ფილიპსი და Jerry Media-ს დამფუძნებელი ელიოტ ტებელე ნიუ-იორკის სოჰოში გავიდნენ და ხელში ეჭირათ მუყაოს ტრანსპარანტი მარტივი საპროტესტო წარწერით: “ნუ პასუხობთ კომპანიის საერთო მეილებს Reply-All-ით.” (Stop replying-all to company-wide emails) რაც გასაგებია.

View this post on Instagram

@corporateamerica

A post shared by Seth (@dudewithsign) on

ეს ფოტო თავდაპირველად მხოლოდ ტებელეს ინსტაგრამისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მეორე ტრანსპარანტის გაზიარების შემდეგ, რომელზეც ეწერა – “საინფელდი ბევრად სჯობს ფრენდსს” (Seinfeld is way better than Friends), – “ფრენდსის” ბილბორდის წინ ონლაინ ფოლოუერები გამოჩნდებოდნენ ხოლმე  და ფილიპსმა და ტებელემაც გადაწყვიტეს, რომ საჭირო იყო ექაუნტის გახსნა, საგანგებოდ ამგვარი პროტესტისთვის.

View this post on Instagram

@friends

A post shared by Seth (@dudewithsign) on

შესაბამისად, შეიქმნა ინსტაგრამის ექაუნტი @dudewithsign, რომელმაც მალე 4 მილიონი ფოლოუერი მოიცვა.

ქუჩის რეაქციები ამ პროტესტზე თავდაპირველად აქა იქ გაცინებით დაიწყო, თუმცა ფოლოუერების რიცხვის ზრდასთან ერთად, მისი პოპულარობაც იზრდებოდა. 

“კუთხე, როგორც წესი, წუთებში ივსება და ყველას ხელში  ტელეფონი უჭირავს,” – ამბობს ფილიპსი თავის იმეილში. “როცა ჩვენ საქმეს ვასრულებთ, ბევრი ადამიანი მთხოვს, მათთან ერთად ფოტოს ან ვიდეოს გადაღებას, რასაც ჯერჯერობით კიდევ ვერ მივეჩვიე. ეს ძალიან უცნაური შეგრძნებაა, მაგრამ თან მაგრად მეცინება იმაზე, რომ  ისინი ცნობილ ადამიანად მთვლიან მხოლოდ იმიტომ, რომ მუყაოზე დაწერილი სლოგანი მიჭირავს”.

ფილიპსი მაგიდის თამაშ  What Do You Meme-სა და ინსტაგრამ ექაუნტის, @f*ckjerry-ის კონტენტის შემქმნელია. 2018 წელს What Do You Meme-სა და ინსტაგრამ ექაუნტის, @f*ckjerry-ის მფლობელი Jerry Media შარში გაეხვა “საშინელი Fyre Fest”-ის გამო, რომელმაც @f*ckjerry-ის ბრენდის არსებობას საფრთხე შეუქმნა. მაგრამ მიუხედავად ამისა, Jerry Media, ისევე, როგორც @dudewithsign, არსებობას განაგრძობენ. ფილიპსის თქმით, საპროტესტო იდეებს @dudewithsign თავისი სამუშაო სივრციდან და თანამშრომლებისგან იღებს. 

View this post on Instagram

AMEN BROTHA #WishItWereGuaranteed #Ad @Sprint

A post shared by FUCKJERRY (@fuckjerry) on

 

“ჩვენ შემოქმედებით და მხიარულ სივრცეში ვმუშაობთ და ექაუნტის გახსნის დღიდან ჯგუფმა დაიწყო ახალი იდეების მიღება, – თქვა ფილიპსმა. – როცა პროტესტს ვქმნით, ვცდილობთ, ისეთი რამე მოვიფიქროთ, რაც ყველასთვის გასაგებია, თუმცა მასზე მაინცდამაინც არ ლაპარაკობენ. ჩვენ ვცდილობთ, რომ გვქონდეს ისეთი ელემენტი, რომელიც ყველა ტიპის ადამიანს მოერგება, რის გამოც ექაუნტმა უკვე ამდენი გამომწერი დააგროვა”.

ნიუ-იორკში What Do You Meme-ისთვის გადმოსვლამდე 24 წლის ფილიპსი ავსტრალიაში მოგზაურობდა, მანამდე კი ტექსასის ვიჩიტა ფოლსში Midwestern State University დაასრულა. იმის მიუხედავად, რომ თვითონ ჰოულის პატარა დასახლებიდანაა, სადაც 650 ადამიანი ცხოვრობს, ფილიპსი ნიუ-იორკში თავს შესანიშნავად გრძნობს. 

“კომპანიაც და ნიუ-იორკიც შემიყვარდა, და ეს ნაბიჯიც გადავდგი”, – ამბობს ფილიპსი. “ნიუ-იორკი ცოტა შოკისმომგვრელია, მაგრამ ეს მაგარი ტრიპია და მეც საუკეთესო დროს ვატარებ”.

@dudewithsign-ის ბრენდი 4 მილიონზე მეტი ფოლოუერიანი ექაუნტიდან დასპონსორებულ (მაგალითად, Old Spice-ისგან) გვერდში გადაიზარდა. იანვარში ფილიპსი თავის რამდენიმე მუყაოს ტრანსპარანტთან ერთად The Ellen Show-შიც გამოჩნდა და ელენ დეჯენერსს შესავალ დიალოგში დაეხმარა.

როცა ეკითხებიან, თუ რას უქადის მას მომავალი, ფილიპსი ამბობს, “მე ამასთან დაკავშირებით ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ. შეიძლება ისევ მხიარული ექაუნტები შევქმნა? კიდევ არის საინტერესო შესაძლებლობები, რომლებზეც ადრე საერთოდ არც კი მიფიქრია. ამჟამად ჯერ თითქოს ტალღას მივყვები და სხვადასხვა რაღაცების მოსინჯვით ვარ დაკავებული. ელენი, მაგალითად, კარგი გამოცდილება იყო, რამაც ტელევიზიის მუშაობით დამაინტერესა. ჯერჯერობით მხოლოდ ვსწავლობ, ვცდილობ, რაც შემიძლია, ვხვდები მაგარ ხალხს და დარწმუნებული ვარ, რომ გამოჩნდება რაღაც ძალიან მაგარი”.

View this post on Instagram

@corporateamerica

A post shared by Seth (@dudewithsign) on

View this post on Instagram

@zuck

A post shared by Seth (@dudewithsign) on

View this post on Instagram

@chipotle

A post shared by Seth (@dudewithsign) on

View this post on Instagram

took out a loan for @disneyplus

A post shared by Seth (@dudewithsign) on

View this post on Instagram

@sweetgreen

A post shared by Seth (@dudewithsign) on

View this post on Instagram

@netflix

A post shared by Seth (@dudewithsign) on


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.