fbpx

რეჟისორი ზაზა ხალვაში გარდაიცვალა


გააზიარე სტატია

კინორეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AT.ge-ს ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. 

ქართველმა რეჟისორმა ახალ ფილმზე მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულა. ქართველი მაყურებლისთვის კი მისი ნამუშევრებიდან ცნობილია “ნამე”, რომელიც კინოეკრანებზე 2017 წელს გამოვიდა. “ნამე” საქართველოს სახელით ოსკარის უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაზე შესარჩევად იყო გაგზავნილი. 

რეჟისორის ნამუშევრებს შორისაა ასევე სერიალი “მგლების ხორუმი”. ზაზა ხალვაშის ფილმები ასევე ნაჩვენებია ამსტერდამის, ლოკარნოს, კოტბუსის, ანენოს და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

ზაზა ხალვაში 1957 წლის 17 მაისს ბათუმში დაიბადა. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა “ქართულ ფილმში” რეჟისორად, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. 2007 წლიდან არის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.