fbpx

ნიკო შერაზადაშვილი პარიზის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა


გააზიარე სტატია

ქართველი სპორტსმენი ნიკო შერაზადაშვილი პარიზის გრანდ სლემიზე ესპანეთის სახელით ასპარეზობდა, სადაც ცოტა ხნის წინ გამარჯვებაც მოიპოვა და მთავარი პრიზი, ოქროს მედალი დაიმსახურა.

შერაზადაშვილმა 90-გილოგრამიან წონით კატეგორიაში შეჯიბრის ზედიზედ ხუთჯერ მოგება შეძლო.

ფინალამდე მან უზბეკეთის, დომინიკის რესპუბლიკის, აზერბაიჯანისა და საფრანგეთის წარმომადგენელი მოიტოვა უკან. საბოლოოდ კი იაპონელი სპორტსმენი კენტა ნაგასავა დაამარცა.

NIKO YA ESTÁ EN LA FINAAAL!! 🇪🇸👏LUCHARÁ POR SU MEDALLA DE ORO EN LA FINAL DEL VILLA DE PARÍS enfrentándose al Japonés Nagasawa. ERES INCREÍBLE, TODOS CON NIKO!!❤️Bloque final a las 17.00hrs en http://judolive01.lb.judobase.org/live/index.php?channel=1

Gepostet von DojoQuino am Sonntag, 9. Februar 2020

ნიკო შერაზადაშვილი ქართული წარმოშობის ესპანეთის სახელით მოასპარეზე, 23 წლის სპორტსმენია, რომელიც 10 წლის ასაკიდან მოყოლებული სპორტით, უფრო კონკრეტულად კი ძიუდოთი არის დაკავებული.

მან 2014 წელს ეპანეთის მოქალაქეობა მიიღო და მას შემდეგ საერთაშორისო შეჯიბრებებზე სწორედ ამ ქვეყნის დროშის ქვეშ გამოდის.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.