5 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 2020 წლის ოსკარების დაჯილდოებიდან
დღეს ლოს-ანჯელესში ოსკარების რიგით 92-ე დაჯილდოება გაიმართა, რომლის ტრიუმფატორიც სრულიად მოულოდნელად, მაგრამ დამსახურებულად სამხრეთ კორეული ფილმი „პარაზიტი“ გახდა.
„პარაზიტი“ გახდა წლის საერთაშორისო სუაკეთესო ფილმის ტიტულის მფლობელიც. 24 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულების სრული სია კი ჩვენივე სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ
ოსკარების დაჯილდოების ისტორიაში ყოველი წელი განსაკუთრებულია ხოლმე და გამონაკლისი არც წლევანდელი ცერემონიალი ყოფილა, რადგან მინიმუმ 5 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელზეც საერთაშორისო მედია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ილაპარაებს:
#1. წლის ფილმი სამხრეთ კორეული „პარაზიტი“ გახდა
ოსკარის 92-წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა არაინგლისურ ენოვანმა ფილმმა ამ ნომინაციაში გაიმარჯვა. სამხრეთ კორეულმა ფილმმა „პარაზიტი“ ჯამში ოთხი ოსკარი მიიღო.
#2. რენე ზელვეგერის დაბრუნება
Renée Zellweger Wins Best Actress
Oscars Moment: Renée Zellweger takes home the Oscar for Best Actress for her performance in "Judy"
Gepostet von The Academy am Sonntag, 9. Februar 2020
რენესანსი — ასე უწოდა საერთასორისო პრესამ რენე ზელვეგერის დიდებულ დაბრუნებას დიდ ეკრანზე. მართალია, ამერიკელ მსახიობს აქამდე უკვე ჰქონდა ოსკარი, თუმცა, კარიერაში აღებული პაუზის შემდეგ მან პირველად შეასრულა მთავარი როლი ჯუდი გარლანდის შესახებ გადაღებულ საერთაშორისო მნიშვნელობის, ფესტივალების ფავორიტ და მაღალშემოსავლიან ფილმში.
#3. 20-წლიანი პაუზის შემდეგ საუკეთესო კომპოზიტორის ნომინაციაში ქალმა კომპოზიტორმა გაიმარჯვა
ამერიკის კინოაკადემიას ხშირად ადანაშაულებენ სექსიზმში და გამონაკლისი არც 2020 წლის დაჯილდოება ყოფილა.
წლევანდელი წლის მთავარი იმედგაცრუება გრეტა გერვიგის ნომინაციებში არმოხვედრა იყო. ზოგადად კი აკადემია ოსკარს ძირითად შემთხვევაში მხოლოდ კაც ნომინანტებს გადასცემს ხოლმე.
თუმცა, წელს ერთ-ერთ კატეგორიაში „საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის“ 20-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმარჯვა ქალმა კომპოზიტორმა ჰილდურ გუდნადოუტირმა.
#4. ნეტფლიქსმა მსახიობის კატეგორიაში პირველად მიიღო ოსკარი
როგორც წესი, კინოში მოღვაწე ხელოვანები ვერ ეგუებიან, რომ სატელევიზიო კინოსტუდიები ბაზარზე სულ უფრო მსაობრივად შემოდიან. ნეტფლიქსის წინააღმდეგ თავის დროზე უარყოფითი კომენტარი გააკეთა ისეთმა დიდმა რეჟისორმა, როგორიც არის სტივენ სპილბერგი.
მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, სტრიმინგ-სერვისი ძალებს იკრებს და სულ უფრო მეტ ნომინაციას იღებს ოსკარზეც. წელს კი პროცესი ლორა დერნის გამარჯვებამ დააგვირგვინა და ნეტფლიქსის ფილმში „ქორწინების ისტორია“ შერსულებული როლისთვის ოსკარი მიიღო.
#5. ბრეტ ბიტმა, როგორც მსახიობმა პირველი ოსკარი მიიღო
როგორც წარმატებულ პროდიუსერს, ბრეტ პიტს აქამდეც ჰქონდა ოსკარი, თუმცა, მისი როგორც მსახიობის ოსკარით დაჯილდოებას, მთელი მსოფლიო ისევე სულმოუთქმელად ელოდა, როგორც თავის დროზე ლეონარდოს ოსკარს.
2020 წელს კი როგორც იქნა, ბრეტ პიტმა თავისი პირველი ოსკარი აიღო, როგორც მსახიობმა და მილიონობით გულშემატკივარიც გაახარა.