fbpx

ცხოვრებისეული ბენეფიტები – „ბენეფიტსისგან“


გააზიარე სტატია

თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილი 21-ე საუკუნეში მნიშვნელოვნად შეიცვალა. დღეს ყველანი ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრის გაკეთება მოვასწროთ, რათა გამოწვევებს არ ჩამოვრჩეთ და განვითარება არ შევწყვიტოთ. ჩვენ ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ, უამრავ ადამიანს ვხვდებით, კარიერულ მიზნებს ვსახავთ და ამის გამო, ძალიან ცოტა დრო გვრჩება საკუთარ ჯანმრთელობაზე ყურადღების მისაქცევად.

 

რა სჭირდება თანამედროვე ადამიანს?

ჩვენზე და ჩვენს საქმიანობაზე მორგებული ინდივიდუალური დაზღვევა, დროული მომსახურება, კომფორტული სერვისი და სიმშვიდე: აი, რა გვჭირდება 21-ე საუკუნის ადამიანებს. ეს კარგად ესმის სადაზღვევო კომპანია “ბენეფიტს”, რომელიც დაარსების დღიდან მომხმარებლების  საჭიროებებზე ზრუნავს.

კომპანიის წარმატებას მისი უნიკალური მიდგომები და უსაზღვრო შესაძლებლობები განაპირობებს.

“ჩვენ ვმართავთ  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს. ჩვენი ამოცანაა  სამედიცინო მომსახურების მიღებისას მაქსიმალური  კომფორტი შევუქმნათ ჩვენს დაზღვულებს. ყველაზე ძვირფასი ჩვენი და ჩვენი ახლობლების  ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. შესაბამისად  ადამიანები ყველაზე სწორ და გონივრულ არჩევანს იღებენ, როდესაც ჯანმრთელობას აზღვევენ, ჩვენს ხელში ადამიანების ჯანმრთელობაა და ჩვენ ზუსტად ვიცით როგორ უნდა ვიზრუნოთ ყველაზე მთავარზე.“ – ჩვენთან საუბრისას აღნიშნა ბენეფიტსის სამედიცინო დირექტორმა ნინო ნოღაიდელმა.

როგორც ნინო ნოღაიდელი გვიყვება, ბენეფიტსი მომხმარებლების მოთხოვნებს საფუძვლიანად სწავლობს და მათზე მორგებულ ინდივიდუალურ პროდუქტს სთავაზობს. კომპანიას კარგად ესმის, რომ თითოეულ ადამიანს განსხვავებული საჭიროებები გვაქვს, რაც ჩვენი პროფესიებით, ცხოვრების სტილითა  არის გამოწვეული. საპასუხოდ კი ბენეფიტსი გვთავაზობს მომხმარებლებზე ორიენტირებულ მომსახურებას.

„დაარსების დღიდან ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევისწავლოთ  მომხმარებლების მოთხოვნები და ჩვენ დაზღვეულებს  მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისები შევთავაზოთ, რათა  ჩვენთან თანამშრომლობით  დაცულობასთან ერთად  კომფორტი და სიმშვიდე  მიიღონ“,  – ამბობს ნინო ნოღაიდელი.

 “დაზღვევა საზღვრებს გარეშეა ბენეფიტსში – ჩვენი დაზღვეულებისთვის გეოგრაფიული საზღვრები არ არსებობს”, – აღნიშნავს ნინო ნოღაიდელი

დაზღვევა ხელმისაწვდომი პროდუქტია ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელისთვის. ბენეფიტი მომხმარებლებს  სხვადასხვა სეგმენტსა და საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს სთავაზობს, მათ შორისაა როგორც ადგილობრივ მომხმარებელზე მორგებული საერთაშორისო დაზღვევის პროდუქტები, ასევე საერთაშორისო გლობალური დაზღვევა სრული სამედიცინო დაფარვით.

„წარმოიდგინეთ, თქვენ მოგზაურობთ ან საქმიანი ვიზიტით სტუმრობთ რომელიმე ქვეყანას, ან საზღვარგარეთ სწავლობთ ან მუშაობთ და ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ, ან უბრალოდ გინდათ სამედიცინო მომსახურების მიღება ქვეყნის ფარგლებს  გარეთ, საკმარისია მხოლოდ  მოგვმართოთ და  უკვე ბენეფიტსი იზრუნებს თქვენს გამოჯანმრთელებაზე. ბენეფიტსში დაზღვეული  სარგებლობს ფართო სამედიცინო პროვაიდერული ქსელით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა ჩვენ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ თავისუფალი არჩევანით მსოფლიოს  ნებისმიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაში.“   – გვითხრა ნინო ნოღაიდელმა.

2019 წელი გამორჩეული იყო მომხმარებლების კმაყოფილების მხრივაც. ბენეფიტსში დაზღვეულების 88% კომპანიასთან თანამშრომლობას უმაღლეს შეფასებას აძლევს. ეს განპირობებულია ბენეფიტსის ფილოსოფიით, რომელიც  ინოვაციურ ხედვას,  ახალი სტანდარტების დაწესებას და დაზღვევის სფეროში  ახალი საფეხურის შექმნას ითვალისწინებს, როგორც პროდუქტების, ასევე სერვისის მიმართულებით.

ბენეფიტსის  პოლისის შეძენისას დაზღვეულს ემსახურება კვალიფიციური სამედიცინო  განათლების პირადი მომსახურების მენეჯერი. პირადი მენეჯერის დახმარებით დაზღვეულები დროულ და ძალიან კომფორტულ მომსახურებას იღებენ. პირადი მენეჯერები არიან ადამიანები, რომლებიც უწევენ სამედიცინო კონსულტაციას დაზღვეულებს, ასევე სრულად ერთვებიან ანაზღაურების პროცესში დაზღვეულების დროის და ენერგიის დაზოგვის მიზნით.

ჯანმრთელობის დაზღვევა რომ ბენეფიტის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა, ეს უკვე გითხარით. ნინო ნოღაიდელი განსაკუთრებით გამოყოფს  საერთაშორისო  პროდუქტებს, რომლებიც მიმართულია    იმ კრიტიკული  დაავადებების სამედიცინო ხარჯის დაფინანსებაზე, რომელთა მკურნალობა  დაკავშირებულია ძალიან დიდ თანხებთან.   აღნიშნული  პროდუქტების  სადაზღვევო ლიმიტები რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ ათას ევრომდეა, ხოლო გეოგრაფიული საზღვრები ულიმიტო.

„ჩვენ მუდმივად ვახდენთ სამედიცინო ზარალების  ანალიტიკას და ამ პროცესში გამოიკვეთა,  რომ ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევები მაღალია ჩვენს დაზღვეულებში. საგანგაშო იყო ის ფაქტი, რომ ასეთი ტიპის დაავადებებზე შემოსული ზარალების დიდი წილი 50-წლამდე ადამიანებზე მოდიოდა. ამ ასაკის ადამიანები ეკონომიკურად და ფიზიკურად ყველაზე აქტიური არიან  და მათ განსაკუთრებით სჭირდებათ ჯანმრთელობის დაზღვევისგან ბენეფიტების მიღება“, – ამბობს ნინო ნოღაიდელი.

ბენეფიტსის მიზანია  მომხმარებლებს სამედიცინო სერვისებითან ხელმისაწვდომობა გაუმარტივოს და მათ მკურნალობის უახლესი მეთოდები შესთავაზონ. სწორედ ეს არის კომპანიის წარმატების და სწრაფი  ზრდის  მთავარი მიზეზი, რასაც თან ახლავს სწორი მიზნებისა და  პრიორიტების დასახვა.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ პრიორიტეტების განსზღვრისას, განსაკუთრებით კი სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით  ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილს, რათა ჩვენი ინიციატივით  მნიშვნელოვანი როლი  შევასრულოთ საზოგადოებრივი მიზნების მიღწევაში“, – გვიყვება ნინო ნოღაიდელი.

კომპანიის მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით 2020 წლის პრიორიტეტებად განისაზღვრა პრევენციული ღონისძიებები და ონკოლოგია.

„რაც უფრო საწყის სტადიაზე  მოვახდენთ დაავადების  დიაგნოსტირებას, უფრო მეტია გამოჯანმრთელების შანსი. ამასთანავე პრევენციული ღონისძიებები და დაავადებების პროფილაქტიკა არის ჯანმრთელობის შენარჩუნების ყველაზე ხარჯთეფექტური გზა. შესაბამისად, ჩვენს  პროდუქტებში პროფილაქტიკური კვლევების მოცულობა და მიზნობრივობა გაიზრდება და  ასაკსა და სქესთან დაკავშირებული რისკ ჯგუფების მიხედვით იქნება ადაპტირებული.“ – გვიყვება ნინო ნოღაიდელი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ 21 საუკუნეში ონკოლოგიური დაავადებები კვლავ წარმოადგენს  მსოფლიოში ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს. სტატისტიკის მიხედვით საქართველოში კიბოს ახალი შემთხვევების 39.5% I და II სტადიის, ხოლო 49.2% – III და IV სტადიის დაავადებებზე მოდის.

ცხოვრება გაცილებით უფრო მშვიდია, როცა რისკებისგან ხართ დაზღვეული. იმისთვის, რათა თავიდან აირიდოთ ფინანსური გართულებები, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ბენეფიტურ პროდუქტებს, შემდეგ კი სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, რადგან სიმშვიდე და ბედნიერება ყველას ბენეფიტია.

2,683 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.