fbpx

ილონ მასკის ახალი ელექტრონული ტრეკი Soundcloud-ის ტოპ ათეულშია


გააზიარე სტატია

ცნობილმა ამერიკელმა ანტრეპრენერმა ილონ მასკმა Soundcloud-ზე მის მიერ შექმნილი ელექტრონული ტრეკი, სახელწოდებით “Don’t Doubt ur Vibe” განათავსა.  გასული კვირის მონაცემებით სიმღერა Soundcloud-ის ტოპ ათეულში  მეოთხეა, საერთო ჯამში 2.6 მილიონჯერაა მოსმენილი და  52 ათასი მოწონება აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასკმა თავად დაწერა და შეასრულა ტექსტური ნაწილი – “Don’t doubt your vibe, because it’s true. Don’t doubt your vibe, because it’s you/ არ დაეჭვდეთ თქვენი ვიბრაციით, რადგან ის ნამდვილია. არ დაეჭვდეთ თქვენი ვიბრაციით, რადგან ის თქვენ ხართ”.

 

საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა ილონის მუსიკალური შემოქმედებიდან. 2019 წლის 30 მარტს მან “RIP Harambe” გამოაქვეყნა, რომელიც ქალაქ ცინცინატის ზოოპარკში მოკლულ გორილას – ჰარამბეს მიუძღვნა. 

 

 

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი საზოგადოების ყურადღებას მუდმივად იპყრობს, რადგან მისი ცხოვრების სტილი სხვებისგან განსხვავებულია: არ ეშინია რისკების, ცდილობს წარმოუდგენელი მიზნების მიღწევას და რაც მთავარია – საკუთარი ამბიციური გეგმების სჯერა. განა მეტი რისი გაკეთება შეუძლია მასკს, გარდა იმისა, რომ ცნობილი კომპანიების – SpaceX, Tesla Motors, The Boring Company და Neuralink-ის დამფუძნებელია? როგორც ჩანს, ცხოვრების ამ ეტაპზე მას სურს, რომ მსოფლიო საკუთარ ახალ მუსიკაზე ააცეკვოს. 

მოუსმინეთ”Don’t Doubt ur Vibe”-ს:


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.