fbpx

კვირის აფიშა – 5WS


გააზიარე სტატია

 

დღეიდან გაგაცნობთ AT.ge-ს შერჩეულ მოვლენებს, რომელიც სახელით “კვირის აფიშა – 5WS” გახდება თქვენი გზამკვლევი კვირის ყველაზე საინტერესო და საყურადღებო ღონისძიებებისთვის.


სამშაბათი, 11 თებერვალი

ქართული ფილმების მოყვარულებს, და მათ, ვინც ფეისბუქზე გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო ნამუშევრის „ღორი“ განხილვას გადაეყარა, თუმცა, ფილმი ჯერ კიდევ არ უნახავს, გაქვთ შესაძლებლობა, კინოთეატრ ამირანში, 11 თებერვალს, 22:15 საათი, თქვენი დღის ბოლო ამ ფილმის ნახვას დაუთმოთ. მგონი ნამდვილად ღირს. 


ოთხშაბათი, 12 თებერვალი

“შეხვედრები სტამბაში” – “სტამბის წიგნების” 9 თვიანი კურსია, რომლის ფარგლებშიც, ყოველ ოთხშაბათს და კვირას, საღამოს 7 საათზე ლექციები ჩატარდება

12 თებერვალს ლექციას – “რატომ იკარგებიან ქალები?”,  ჩაატარებს კინომცოდნე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თეო ხატიაშვილი. 

 

ოთხშაბათი, 12 თებერვალი

მარჯანიშვილის თეატრი კვირის განმავლობაში სპექტაკლებითაა დატვირთული, მაყურებლისთვის საყვარელი სპექტაკლი “მთვრალი ალუბალი” 12 თებერვალს, 20:00 საათზე, თეატრის დიდ სცენაზე შეგიძლიათ იხილოთ, თუმცა, გაითვალისწინეთ, ამ სპექტაკლის ბილეთების მოპოვება დიდ სირთულეს წარმოადგენს, ამიტომ წინასწარ იზრუნეთ, რომ თქვენც აღმოჩნდეთ იმ ადამიანების სიაში, ვისაც 12 თებერვლის საღამო უკვე დაგეგმილი აქვს.

სპექტაკლის აღწერაში ვკითხულობთ: “…მაგრამ ვისი ან რისი სიყვარული? ძალაუფლების? მმართველის? ცოლ-ქმრის? საყვარლის? მეგობრის? ბიოგრაფიით გადაჯაჭვული ოთხი პერსონაჟიდან ყველა ატარებს პირად საიდუმლოს, მაგრამ ამ გარემოში “პირადი” პოლიტიკური იარაღია. ეს საერთო კრიზისის დღეა და უკვე გარდაუვალია, ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს.”

 

პარასკევი, 14 თებერვალი

მუსიკის და ქართველი დიდი კომპოზიტორის, გია ყანჩელის მელოდიების მოყვარულებს, კინოთეატრი ამირანი 14 თებარვალს, 20:00 საათზე, თეონა ჯორბენაძის დოკუმენტური ფილმის “სევდის ანგელოზები” ჩვენებაზე გიწვევთ. 

 

პარასკევი, 14 თებერვალი

Sazamtro ~ ანუ სიყვარული წმინდა მთაზე – 14 თებერვლის 23:00 საათიდან, 15 თებერვლის 18:30 საათამდე, ეზო ფესტივალი, ტრადიციულად, დაუვიწყარი მოგონებების ორომტრიალში გაგხვევთ. თქვენს ადგილას ივენთის აღწერას აუცილებლად ვნახავდი და პარასკევს თავს მთაწმინდის პარკში ამოვყოფდი.

 

შაბათი, 15 თებერვალი

“მორალი” – სპექტაკლი, რომელიც ათონელის თეატრის სცენაზე, 15 თებერვალს, შაბათს, 20:00 საათზე შეგიძლიათ იხილოთ, ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით, პაატა ციკოლიას დადგმული კომედიაა.  სპექტაკლის ნახვის მსურველებს გვიანონსებენ, რომ ერთი შეხედვით უკიდურესად პოლიტიკური პიესის ქვეტექსტებში სიყვარული იმალება. ინტერესმა იმის შესახებ, თუ ვისი ან რისი სიყვარულია ნაგულისხმები, შეიძლება ათონელის თეატრის ამ სპექტაკლამდე მიგვიყვანოს. 

 

შაბათი, 15 თებერვალი

საქართველოში, და არამხოლოდ, წარმატებული არტისტები – გიორგი ცაგარელი, KORDZ, DRO, ერეკლე დეისაძე, Nikakoi, ტუსია ბერიძე, SvanSikh და ანუშკა ჩხეიძე საქველმოქმედო საღამოს ჩასატარებლად 15 თებერვალს MonoHall-ში ერთიანდებიან. კონცერტზე შემოსული მთელი თანხა გადაერიცხება მარიამ კალომლეწავს, 20 წლის გოგონას, რომელსაც აქვს თავის ტვინის მე-4 სტადიის სიმსივნე და იბრძვის სიცოცხლისათვის. დავეხმაროთ მას ამ ბრძოლაში! #კალოსთვის


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.