fbpx

ჩერნობილის ბირთვულ რეაქტორში აღმოაჩინეს შავი სოკოს სახეობა, რომელიც რადიაციული სხივებით იკვებება


გააზიარე სტატია

ავტორი: Christopher Carbone

ჩერნობილის ბირთვულ რეაქტორში აღმოაჩინეს  შავი სოკოს სახეობა, რომელიც რადიაციული სხივებით იკვებება. უცნაური სოკო, რომელიც პირველად 1991 წელს მოექცა მკვლევართა ყურადღების არეალში, რეაქტორის კედლებზე იზრდებოდა და მათ მუშაობაში ხელს უშლიდა.

მკვლევრებმა დაადგინეს, სოკოებს არამცთუ ვნებს, არამედ იზიდავთ კიდეც რადიაცია.

ათწლეულების შემდეგ მეცნიერებმა გამოიკვლიეს ზოგიერთი მათგანი და აღმოაჩინეს, რომ სოკოთა ეს სახეობა დიდი რაოდენობით პიგმენტ მელანინს შეიცავს. პიგმენი მელანინი ადამიანის კანშიც გვხვდება და რაც უფრო მეტია მისი შემცველობა, მით უფრო მუქია ადამიანის კანი. ცნობილია, რომ მელანინი შთანთქავს სინათლეს და ფანტავს ულტრაიისფერ გამოსხივებას.

სოკოების შემთხვევაში, პიგმენტი შთანთქავს რადიაციას, რაც შემდეგ ზრდისთვის საჭირო ქიმიურ ენერგიად გარდაიქმნება.

2009 წელს ეკატერინა დადახოვამ, რომელიც იმ დროს ნიუ-იორკის ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯში მუშაობდა, სტატიაში აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა,  სოკოები, რომელთაც რადიაცია იზიდავთ, მათ სახეობაში პირველი მაგალითები იყვნენ.


“სოკოთა სპორები, რომლებიც დიდი რაოდენობით მელანინს შეიცავს, აღმოჩენილია ადრეული ცარცული პერიოდის ნამარხებში, როდესაც ცხოველთა და მცენარეთა მრავალი სახეობა გადაშენდა. ეს  პერიოდი ემთხვევა დედამიწის “მაგნიტური პოლუსების” გადანაცვლებას, რაც გამოწვეული იყო კოსმოსური რადიაციისგან “დამცავი ფარის” დასუსტებით”, – საუბარია სტატიის შესავალ ნაწილში.

სოკოები მიგვანიშნებენ, რომ შესაძლოა კოსმოსში არსებობდეს ჩვენთვის უცნობი ადგილი, სადაც ორგანიზმებს რადიაციის პირობებში არსებობა შეუძლიათ.



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.