fbpx

როგორ დავიცვათ თავი ფრენის დროს კორონავირუსისგან: დაივიწყეთ პირბადეები და ხელთათმანები


გააზიარე სტატია


დაივიწყეთ პირბადე და რეზინის ხელთათმანები – კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა ხელის ხშირად დაბანა ან სპეციალური ხსნარით დამუშავებაა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ( IATA ) სამედიცინო მრჩეველი დევიდ პაუელი აღნიშნავს, რომ სხვა ადამიანთან ფიზიკური კონტაქტი ფრენის დროს ყველაზე დიდი რისკის შემცველია.

“თვითმფრინავში ვირუსით დაინფიცირების შანსი დაბალია.

ჰაერის მიწოდება თანამედროვე თვითმფრინავებში ძალიან განსხვავდება კინოთეატრებისგან ან ოფისის შენობებისგან. ჰაერი სუფთა და რეცირკულირებული ჰაერის ერთობლიობაა, რომელთა 99.97% ვირუსებისგან თავისუფალია.

ამრიგად, ხელის ჩამორთმევა ყველაზე დიდი რისკის შემცველია, რადგან ამ გზით მიკრობები ვრცელდება. მოერიდეთ სახეზე შეხებას და დაცემინების შემთხვევაში, იდაყვი მიიფარეთ.

პირბადეების დადებით თვისებებზე ძალიან ცოტა მტკიცებულება არსებობს. მისი ტარება მთელი დღის განმავლობაში არაეფექტურია, რადგან მიკრობები სწრაფად ვრცელდება. უფრო მეტიც, თუ ის ტენიანი ხდება, ბაქტერიების რაოდენობაც იზრდება.  რაც შეეხება ხელთათმანებს, ის ბევრად უარესია, რადგან ადამიანები მისით ყველაფერს ეხებიან. ხელთათმანების შიგნით ხელები ცხელდება და ოფლიანდება, რაც მიკრობების გასავრცელებლად იდეალური გარემოა.” აღნიშნა დევიდმა.

 

მსოფლიოში ინფექციები სწრაფად ვრცელდება, დღევანდელი მონაცემებით კი, კორონავირუსით  დაღუპულთა რიცხვმა 910-ს მიაღწია.

შემთხვევები ყოველდღიურად 16%-დან 20%-მდე იზრდება, ამიტომ სანამ ეს რიცხვები კლებას არ დაიწყებს, მანამდე ვერ ვიტყვით, რომ სიტუაცია უმჯობესდება. IATA-ს მრჩეველი აღნიშნავს, რომ ავიაციას დიდი როლი ენიჭება ამ საკითხის მოგვარებაში და გამოსავალი სულაც არ არის საზღვრების ჩაკეტვა, რადგან ამან შეიძლება უარეს შედეგებამდე მიგვიყვანოს. დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსის გავრცელებისას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საკუთარ წარმომადგენლებს ქვეყნის შიგნით ვერ უშვებდა, შესაბამისად, ბიოლოგიურ ნიმუშებსაც ვერ იღებდნენ. შედეგად, ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაუარესდა და დაიღუპა უამრავი ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, Airbnb-მ პეკინის მიმართულებით  2020 წლის 7-დან 29 თებერვლამდე ჯავშნები გააუქმა. კომპანიის თქმით, ზარალი ყველა ტურისტს აუნაზღაურდება.

სამხრეთ კორეის ავიაკომპანიებმა ვირუსის გამო რეისების  დაახლოებით 70% შეამცირეს ჩინეთის მიმართულებით, მთავრობა კი აღნიშნავს, რომ მათ დასახმარებლად აეროპორტებს გადასახადებს შეუმცირებენ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.