fbpx

პედრო ალმოდოვარი პირველ ინგლისურენოვან ფილმზე ტილდა სვინტონთან ერთად მუშაობს


გააზიარე სტატია

ტილდა სვინტონის ფაქტორმა პედრო ალმოდოვარს ფილმის ინგლისურ ენაზე გადაღება „აიძულა“

ჩვენი მკითხველიც დაგვეთანხმება, რომ პედრო ალმოდოვარის ფილმები მსოფლიოს საგანძურადაც კი შეგვიძლია განვიხილოთ.

თუმცა, ამ რეჟისორსაც აქვს თავისი წითელი ხაზები. ის არასდროს მუშაობს ინგლისურენოვან ფილმებზე და არც ყველა მსახიობთან თანამშრომლობაა მისთვის კომფორტული.

მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ კი ალმოდოვარის ცხოვრებაში ტილდა სვინტონი გამოჩნდა, რომლის ფაქტორმაც მას პირველად „აიძულა“, რომ არაესპანურენოვანი ფილმი გადაეღო.

არც ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალმოდოვარი ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმზე დაიწყებდა მუშაობას, სადაც მთავარ როლს სწორედ 59 წლის ბრიტანელი მსახიობი მოირგებს.

The Human Voice ეს იქნება ფილმი, სადაც მხოლოდ ტილდას პერსონაჟსა და მის ძაღლს ვიხილავთ.

პროექტი  ჟან კოქტოს  ერთმოქმედებიან  პიესაზეა დაფუძნებული, რომელსაც იდენტური სახელწოდება აქვს.

სცენარის მიხედვით კი ფილმის მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მისი შეყვარებული სხვა ქალზეა დაქორწინებული. რეჟისორი ფიქრობს, რომ ტილდა ამ როლს იდეალურად მოირგებს.

„საჭიროა ემოცია, რომელიც სხვისთვისაც გასაგები იქნება. ტილდა ამისთვის საუკეთესოა. ის ღიაა, ჭკვიანი, რეპეტიციაზე ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ“, – ამბობს პედრო ალმოდოვარი.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.