fbpx

პროექტი “ზრუნვა” – უკვე შეგიძლიათ ინტერნეტით გაჭირვებულებსაც უყიდოთ საკვები


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

“რაღაც დროს, როცა მზად ხარ, დგება მომენტი, როდესაც შენი ოჯახის იქით იწყებ ხედვას. აცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას და ხვდები, რომ როგორც სამყაროს პატარა მოდელში – “ოჯახში” შენზე ზრუნავდნენ უპირობოდ და გივლიდნენ. ახლა დროა იზრუნო დიდ მოდელზე. ესე დაიბადა “SHEN”. ნინო ტოგონიძე, პროექტის “SHEN” ავტორი.

რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში ახალი სოციალური პროექტი “ზრუნვა” გამოჩნდა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია  ონლაინ მაღაზიაში  შეიძინოს პირველადი მოხმარების საკვები, რომელიც განთავსდება შარტავას ქუჩაზე არსებულ მაცივარში და ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეძლებს ამ მაცივრიდან საკვების აღებას.

ზრუნვა’ არის სოციალური მაცივრის მხარდამჭერი ვებმაღაზია https://shen.ge/მაღაზია/ სადაც იყიდება პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი, ქველმოქმედების მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ მარტივად შეიძინონ სასურველი საკვები, რომელიც ჩვენს მიერ განთავსდება ზრუნვის მაცივარში (შარტავას 35/37)ყოველდღიური სიკეთის პრაქტიკას ძალინ ბევრი ცვლილების მოხდენა შეუძლია კოლექტიური ცონობიერებაში. როგორც მზე ადნობს ყინულს -ასევე სიკეთე აორთქლებს უნდობლობას, გაუგებრობას და აგრესიას. ეს ყველაფერი ჩვენს დღევანდელ რეალობაში ჰაერივით გვჭირდება 🦄⚡️🔮მადლობა ყველას ვინც ჩართულია ამ პროექტში 🙏

Gepostet von SHEN am Mittwoch, 29. Januar 2020

 

პროექტის ფარგლებში ჯერ მხოლოდ ერთი მაცივარია თბილისში განთავსებული. თუმცა, არსებობს იდეა, რომ დიდ სუპერმარკეტებში დაიდგას ასეთი მაცივრები, რომლითაც მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა მოხუცები ისარგებლებენ დარეგისტრირებისა და ბარათების აღების საფუძველზე. ეს ყველაფერი ჯერჯერობით მოლაპარაკების პროცესშია.

“ზრუნვა” ვებპლატფორმა Shen.ge-ს პროექტია. როგორც პროექტის ავტორი ნინო ტოგონიძე ამბობს, “ზრუნვა” ეს არის ვირტუალური მაღაზია, სადაც თქვენ იძენთ პროდუქტს ბარათით, ჩვენ მოგვდის შეკვეთა, თუ რა პროდუქტი შეიძინეთ და როდესაც უკვე რაღაც რაოდენობა გროვდება, ჩვენი წარმომადგენელი მიდის, ყიდულობს ამ ყველაფერს მარკეტში და აწყობს მაცივარში.

ამ პროექტის მხარდასაჭერად, მარი ნაკანის ფოტოსკოლასთან ერთად, გამოფენა-გაყიდვა მოვაწყვეთ კლუბ “ხიდის” გალერეაში. ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩაერთოს ნებისმიერი პროფესიის ადამიანი ქველმოქმედებაში.

ფოტოხელოვანებმა “ზრუნვას” აჩუქეს 100-მდე ფოტო, რომლებიც მალე დაიდება ჩვენ გვერდზე და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მათი ყიდვა, აქედან შემოსული თანხა კი მთლიანად მოხმარდება საქველმოქმედო პროექტის განვითარებას.”

ვებგვერდი Shen.ge  2018 წლის 28 სექტემბერს ჩაეშვა და ფუნქციონირებს, როგორც მრავალპროფილიანი პლატფორმა:

 

ნინო ტოგონიძე: “შენ” აერთიანებს სხვადასხვა პროექტს, რომლებიც გვთავაზობენ გამარტივებულ სისტემას იმისთვის, რომ ყოველდღიურად ჩავერთოთ ქველმოქმედებაში, დავეხმაროთ ადამიანებს, ვიზრუნოთ და დავიცვათ საკუთარი გარემო. ასევე, მივიღოთ ინფორმაცია ეკოლოგიური თუ სოციალური გამოწვევების შესახებ. 

სხვადასხვა აქციებში მონაწილეობით ჩვენ შევძლებთ ავიმაღლოთ ცნობადობა და დავინახოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ პროექტებში თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და აქტიურობა.

საიტს აქვს ბლოგიც, სადაც ჩემთვის საინტერესო თემებზე ვწერ.  ვცდილობ დავანგრიო ცრურწმენები და სტიგმები, რომლებითაც ბავშვობიდან გვშანთავს საზოგადოება, ვყვები  ჩემი დაკვირვებების შესახებ, ასევე ვაზიარებ საინტერესო ავტორების სტატიებს, თარგმანებს.

 

გარდა პროექტისა “ზრუნვა”, 2019 წელს კლუბ “ხიდთან” ერთად გაიმართა ფესტივალი “ხიდის ჭალები”, რომლის მთავარი მიზანი იყო ეკოლოგიურ გამოწვევებში ჩართვა მწვანე საფარის შექმნით და სამომავლოდ მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობის აღებით. 

ღონისძიების ფარგლებში დასასწრები ბილეთების ნაცვლად გაიყიდა ხის ნერგები.  პროექტი ყოველწლიური იქნება და იგეგმება, რომ 2020 წელს უფრო მასშტაბური გახდეს.

 

“ზრუნვა” და “ხიდის ჭალები” არის SHEN-ის პროექტები, თუმცა, ამათ გარდა პლატფორმა სხვა ისეთ პროექტებსაც უჭერს მხარს და უწევს პოპულარიზაციას, როგორიცაა: 

  • ჩართე” – საშუალებას გაძლევთ, დაუფინანსოთ ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.
  • მოვლა” – დანაგვიანებული ადგილების მოსაძებნი აპლიკაცია
  • სარეაბილიტაციო სახლი” – ზრუნავს სიმსივნით დაავადებული ბავშვების, მოზარდების და მათი ოჯახების რეაბილიტაციაზე.
  • ინკლუზიური თეატრი” – სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებით დაკომპლექტებული თეატრალური დასი.
  • dze_  კამპანია ძეგვის თავშესაფრისთვის.

პლატფორმა Shen.ge ღიაა ნებისმიერი საინტერესო და აქტუალური პროექტისთვის და მზადაა დაეხმაროს მას პოპულარიზაციაში.

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.