fbpx

ბებიისა და შიბა ინუს საოცარი ფოტოები


გააზიარე სტატია

ავტორი: Jonas Grinevičius, Ilona Baliūnaitė

თუ თქვენი მოხუცებულების წლები საუკეთესო მეგობართან ერთად ბუნებაში წარმოგიდგენიათ, მარტო ნამდვილად არ ხართ.

იაპონელმა ფოტოგრაფმა, იასუტომ  ბებიისა და მისი ძაღლის – შიბა ინუს ურთიერთობა საოცარ ფოტოებად აქცია.  გულთბილი მეგობრების ფონს ამომავალი მზის ქვეყნის შთამბეჭდავი პეიზაჟები ქმნის.


ჩამოსქროლეთ, რათა დაათვალიეროთ იასუტოს თვალისმომჭრელი ფოტოები.

იასუტომ ბებიისა და მისი ოთხფეხა მეგობრის ურთიერთობა სხვადასხვა სეზონზე გადაიღო. თითოეულ კადრზე ასახული მეტყველი პეიზაჟები  საოცარ ემოციებს აღძრავს.


ფოტოგრაფი ძალიან წუხდა იმის გამო, რომ ვერ მოასწრო ფოტოებზე ბაბუაც აღებეჭდა. სწორედ ამიტომ მან ბებიას თავის მეგობართან ერთად უამრავი ფოტო გადაუღო. უკეთესს განა რას იზამდა?!

თუ თქვენ იაპონიაში მოგზაურობაზე  ოცნებობთ და თვალს ვერც სწყვეტთ მოყვავილე ალუბლის (საკურა) ფოტოებს,  გირჩევთ ტოკიოს გაზაფხულზე, მარტში ეწვიოთ.

შესაძლოა, შიბა ინუს შესახებ  ინფორმაციის მიღება გსურდეთ, ამიტომ მათ შესახებ რამდენიმე დეტალს მოგიყვებით.  

Shiba Shake-ის (ის, ვინც შიბა ინუზე გიჟდება) მიხედვით, ძაღლის ეს სახეობა სისუფთავის მოყვარული და დამოუკიდებელია. სინამდვილეში, ისინი უფრო მეტად კატებს ჰგვანან, ვიდრე ძაღლებს. ადვილად ეჩვევიან წესრიგს და შესანიშნავი მცველებიც არიან. ძაღლები ჰობიტთა მსგავსად ენერგიულობით გამოირჩევიან.

შიბა ინუ საოცრად ჭკვიანია, ადვილად იმახსოვრებს ბრძანებებს. ეს ძაღლისა და კატის ჰიბრიდი თუ მეტისმეტად იდეალური გეჩვენებათ, არ ცდებით. ზოგიერთი შიბა ინუ შესაძლოა ძალიან ჯიუტი, მგრძნობიარე და მოწყენილობისკენ მიდრეკილიც იყოს. 

 

1,481 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.