fbpx

2020 წლის იანვარი რეკორდულად თბილი იყო მთელ ევროპაში


გააზიარე სტატია

ევროკავშირის კლიმატის სააგენტოს ინფორმაციით, ევროპაში 2020 წლის იანვარი 2007 წელთან შედარებით 0.2ºC-ით, ხოლო 1981-2010 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 3.1°C-ით თბილი იყო.  კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სააგენტოს თანახმად, 2019 წელს ტემპერატურა 1981–2010 წლების საშუალო მაჩვენებელს 1.2°C-ით აღემატებოდა. 

გასული თვის გლობალური ტემპერატურა რეკორდულად თბილი იყო, მაგრამ მხოლოდ ზღვრულად.  მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2020 წლის იანვარი ყველაზე თბილი 2016 წლისას 0.03°C-ით, ხოლო 1981-2010 წლების საშუალო მაჩვენებელს კი 0.77°-ით აღემატებოდა. 

2019 რიგით მეორე ყველაზე თბილი წელი იყო, რადგან ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია გაიზარდა. 2020-ის იანვარი 1900 წლიდან რიგით მეორე ყველაზე თბილი თვე იყო ნორვეგიისთვის, ფინეთში კი 1961 წლიდან ნომერ პირველი.

კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის  თანახმად, თვის საშუალო ტემპერატურა მთელ ევროპაში გავრცელდა, ამის გარდა – რუსეთში, აშშ-სა და აღმოსავლეთ კანადაში, იაპონიაში, აღმოსავლეთ ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნაწილებზე,  ავსტრალიასა და ანტარქტიდაზე.  

2019 რიგით მეორე ყველაზე თბილი წელი იყო, რადგან ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია გაიზარდა. ”ბოლო ათწლეული ყველაზე ცხელი იყო: ეს უდავოდ საგანგაშო ნიშანია”, – განაცხადა ჟან-ნოელ თეპაუტმა, კოპერნიკის ცენტრის დირექტორმა იანვრის პრესრელიზში. გასულ წელს ჰავაის მეცნიერებმა თქვეს, რომ ნახშირორჟანგის კონცენტრაციამ დედამიწის ატმოსფეროში ისეთ დონეს მიაღწია, როგორიც გასული 3 მილიონი წლის განმავლობაში არ ყოფილა. 

აშშ ოკეანეებისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვრის საშუალო ტემპერატურა მთელ აშშ-ში (ალასკასა და ჰავაის კუნძულების გამოკლებით) 1.94 ° C იყო, რაც 126-წლიანი მონაცემების მიხედვით რიგით მეხუთეა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.