fbpx

მასტურბაცია გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ: ორგაზმი აძლიერებს იმუნურ სისტემას


გააზიარე სტატია

ავტორი: Jaimee Bell

მასტურბაციის გზით ორგანიზმი სასურველ ჰორმონებს (მაგალითად, დოფამინს, სეროტონინს და ოქსიტოცინს) გამოიმუშავებს, რითაც ბალანსდება კორტიზოლის დონე (სტრესის გამომწვევი ჰორმონი). 

დოფამინი  ბედნიერებისა და სიამოვნების ჰორმონია, სეროტონინი – ოპტიმიზმისა და კარგი განწყობის, ხოლო ოქსიტოცინი კი – ნდობისა და სიყვარულის. ისინი ხელს უწყობენ მშვიდი მდგომარეობის შენარჩუნებასა და მარტივად დაძინებას, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იმუნური სისტემის მაღალი ფუნქციონირების  შესანარჩუნებლად.

 

როგორ მოქმედებს  მასტურბაცია თქვენს ტვინზე?

ორგაზმი  ჩვეულებრივი ადამიანური ფენომენია. მისი სასარგებლო თვისებები ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის ხშირად ყოფილა კვლევის საგანი, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის არსებული ცოდნა საკმარისი. საინტერესოა, როგორ რეაგირებს ჩვენი ორგანიზმი და ტვინი სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებსა და ჰორმონებზე, რომლებიც სექსუალური აქტის დროს “გამოთავისუფლდება”.

ოქსიტოცინის და დოფამინის მომატება კორტიზოლის დონის დაქვეითებასა და მისი მცირე დოზით გამოყოფას იწვევს, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას და გიცავთ გაცივებისა და გრიპისგან. იმუნური სისტემა უჯრედებისა და ორგანოების დაბალანსებული ქსელია, რომლებიც ინფექციებისა და დაავადებებისგან დასაცავად ერთად მუშაობენ, რათა თქვენს ორგანიზმში ბაქტერიებმა და ვირუსებმა ვერ შეაღწიონ. 

ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიაში არსებულმა ეზენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფსიქოლოგიის განყოფილებამ საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩაატარა. 11 მოხალისესგან შემდგარ ჯგუფს ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება სთხოვეს, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს ორგაზმის მოქმედება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობაზე.

თითოეული მონაწილის ორგანიზმს დააკვირდნენ ორგაზმამდე 5 წუთით ადრე და 45 წუთის შემდეგ. შედეგებმა დაადასტურა, რომ  ორგაზმი სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობას ზრდის, განსაკუთრებით კი ბუნებრივ “მკვლელ” უჯრედებს, რომლებიც ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლას უწყობს ხელს.

ნევროლოგისა და თავის ტკივილის სპეციალისტის, სტეფან ევერსის აზრით, დაახლოებით სამიდან ერთი პაციენტი სექსუალური აქტივობის შემდეგ შაკიკის შეტევებისგან თავისუფლდება.   

ევერსმა და მისმა გუნდმა ექსპერიმენტი ჩაატარეს  შაკიკით დაავადებულ 800 და კლასტერული (პერიოდული) თავის ტკივილის მქონე 200 პაციენტთან, რათა დაენახათ, თუ როგორ იმოქმედა მათმა სექსუალურმა გამოცდილებამ ტკივილის დონეზე.

კვლევამ აჩვენა, რომ შაკიკით დაავადებულთა 60%-ს ტკივილი შეუმსუბუქდა,  ხოლო კლასტერულით დაავადებულთა 50%-ს კი პირიქით – გაუძლიერდა. სტეფანის დასკვნით, მათმა ორგანიზმმა, ვინც ტკივილისგან არ გათავისუფლდა, აქტის დროს საკმარისად ბევრი ენდორფინი არ გამოყო.

 

 

3,381 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.