fbpx

2024 წლიდან პარიზში მთავარი ტრანსპორტი ველოსიპედი გახდება


გააზიარე სტატია


პარიზის მერი ანე ჰიდალგო გეგმავს, რომ ქალაქი აქციოს ისეთ ადგილად, სადაც ადამიანები სახლიდან 15 წუთის სავალზე შეძლებენ იპოვონ ყველაფერი, რაც დასჭირდებათ. ამასთან ერთად, მერი იმედოვნებს, რომ მოსახლეობა მანქანით მგზავრობის ნაცვლად, ველოსიპედით ან ფეხით სიარულს  ამჯობინებს. 

გეგმა სახელწოდებით “15 წუთის ქალაქი/Ville Du Quart D’Heure” პარიზის კომუნაში 21 იანვარს, ჰიდალგოს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გახმაურდა. გეგმის მიხედვით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ნელ-ნელა შემცირდება მანქანებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილები (დაახლოებით 72%) და სივრცე გაიზრდება ველოსიპედისტებისა და ქვეითებისთვის. მერს ქალაქის ეკოლოგიურად გარდაქმნა სურს, რომლის მიზანი ჰაერის გაწმენდა და პარიზელთა ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაა.

Atelier Parisien d’Urbanisme (Apur)-ის მიერ ჩატარებული 2019 წლის კვლევის თანახმად, პარიზში 83 500 ქუჩის ავტოსადგომია განთავსებული – ჰიდალგო კი მათგან 60 000-ის დახურვას გეგმავს (საერთო ჯამში პარიზში სულ 621,600 საპარკინგე სივრცეა. მათი უმეტესობა ან ადგილობრივია ანდა კომერციული).

“15 წუთის ქალაქის” კონცეფცია პარიზის უნივერსიტეტის პროფესორის, კარლოს მორენოს “ქრონო-ურბანიზმის” იდეას ეფუძნება: საერთო მოხმარების ობიექტები, სამსახურები და საშოპინგე ადგილები სახლთან ახლოს იქნება, რაც დროის დაზოგვას ემსახურება. 

ქრონო-ურბანიზმი ხაზს უსვამს ქალაქის ექვსი ფუნქციის მნიშვნელობას: ცხოვრება, მუშაობა, მომარაგება, ზრუნვა, სწავლა, სიამოვნება და ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღება. მორენო აღნიშნავს, რომ “ნავთობის ეპოქის პარადიგმა დიდ გავლენას ახდენს გზებსა და ქალაქგეგმარებაზე”, მაგრამ “ყველგანმყოფი მანქანების ხანა მთავრდება”.

 

ქრონო-ურბანიზმი უნდა იყოს ჩვენი საგზაო რუკა მომდევნო წლების განმავლობაში, – ამბობს ის. –  ჩვენი ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება ურთიერთობის ჩამოყალიბებას მოითხოვს ურბანული ცხოვრების ამ ორ მნიშვნელოვან კომპონენტს შორის: დრო და სივრცე.”

თავად მორენომ შთაგონება ამერიკელ-კანადელი ავტორის,  ჯეინ ჯეიკობსის წიგნიდან “The Death and Life of Great American Cities of 1961” მიიღო. 


“სამეზობლო” – ეს არ არის მხოლოდ შენობების გაერთიანება, არამედ ეს სოციალური ურთიერთობების ქსელია, გარემო, სადაც გრძნობები და სიმპათიები ყვავის”, – წერს იგი.

პარიზის მერმა საარჩევნო კამპანიისთვის პროფესორის იდეები გაითვალისწინა, რადგან მას სურს, რომ ქალაქის “ყველაზე მწვანე” მერად მოიაზრებდნენ.   ის პარიზის მერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს და ამასთანავე პირველი ქალია ამ პოზიციაზე. მუნიციპალური არჩევნების ორი ტური 15 და 22 მარტს გაიმართება, საფრანგეთის სხვა მუნიციპალურ არჩევნებთან ერთად.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.