fbpx

Პროფესია ბორტგამცილებელი – ვესაუბრებით Wizz Air-ის ქართველ ამბასადორს მარიამ ნებიერიძეს


გააზიარე სტატია

Ბორტგამცილებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა, რადგან უამრავი გამოწვევა ახლავს თან. Პირველ რიგში, ყველანი იმ ავიახაზების წარმომადგენლები და სახეები არიან, რომლის თვითმფრინავებთან ერთადაც დაფრინავენ. Კრიზისული სიტუაციების დროს, სწორედ მათი პასუხისმგებლობაა მგზავრებს შორის სიმშვიდის შენარჩუნებაზე ზრუნვა, მათთვის კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველყოფა. 

Ჩვენ წარმოგიდგენთ მარიამ ნებიერიძეს, რომელიც Wizz Air-ის ბორტგამცილებელი და ახლა უკვე კომპანიის ელჩიც არის. Მის შესახებ ბევრს საუბრობენ ფეისბუქის სხვადასხვა ჯგუფებში, ვიზეარის მგზავრები კი კმაყოფილებას ვერ მალავენ მარიამთან ურთიერთობის შემდეგ. 

  • რას ნიშნავს, იყო თვითმფრინავის ბორტგამცილებელი? რა არის ამ პროფესიის ყველაზე დიდი გამოწვევა?

ბორტგამცილებლობა მშვენიერია, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს. აუცილებელია იყო თავდაჯერებული, გიყვარდეს ხალხთან ურთიერთობა და გუნდურად მუშაობა, ამასთანავე, ყოველდღიურად გადაჭრა სხვადასხვა პრობლემები. თითოეული რეისი ახალი გამოწვევაა, რომელიც ახალი უნარების გამომუშავებაში მეხმარება, რაც ჩემს ცხოვრებას უფრო საინტერესოსა და აზრიანს ხდის.  დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა იმ გამოწვევამ, რაც ამ პროფესიაში მქონია, უკეთეს ადამიანად მაქცია და ამასთანავე, თვითგანათლების შესაძლებლობაც მომცა.

  • რა მოვალეობები და პასუხისმგებლობები აქვთ თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს?

უპირველეს ყოვლისა, ეკიპაჟი  პასუხისმგებელია მგზავრების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. კაბინას რეგულარულად ვამოწმებთ. ზოგჯერ, ღამის ან დილის რეისების დროს, თვითმფრინავში იმ მგზავრებს ვმეთვალყურეობთ, რომლებსაც სძინავთ –  ეს ბორტზე დედის ფუნქციის შესრულებას ჰგავს.

  • რა არის თქვენი სამომხმარებლო მომსახურების ძლიერი მხარე?

ჩემი სამომხმარებლო მომსახურების დევიზია: ”მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გინდა მოგექცნენ.” სხვებისადმი პატივისცემის გამოხატვა ჩემთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. უამრავი მგზავრია, რომლებიც ბედნიერები, სევდიანები, გაბრაზებულები, შეშინებულები, იმედგაცრუებულები ან აღფრთოვანებულები არიან – მათ უბრალოდ ემოციების გაზიარება და მოსმენა სურთ, რათა მიიღონ რჩევები და იგრძნონ, რომ ზრუნავთ მათზე. ყოველთვის ვცდილობ, მათ თანაგრძნობა ვაჩვენო და როდესაც თვითმფრინავის დაშვების შემდეგ საპასუხო მადლობას ვიღებ, ეს მთლიანი დღის განწყობას მიქმნის.

  • თქვენ  Wizz Air-ის ერთ-ერთი ამბასადორი გახდით, რას ნიშნავს ეს ტიტული?

Wizzair-ის ამბასადორად ყოფნა კომპანიის, ქვეყნის, კულტურის წარმოჩენას ნიშნავს. ეს ღირებულებების გაზიარება და პოზიტივის გავრცელებაა, ამასთანავე, ერთგვარი მარკეტინგი და რეკლამაც, რათა ხალხს ვაჩვენო, რას ნიშნავს იყო Wizzair-ში დასაქმებული კადრს მიღმა. ამბასადორები გარკვეული ღონისძიებების   დროს კომპანიის სახეები, კოლეგებისთვის კი სამაგალითო ადამიანები არიან.

  • Wizz Air-ის ეკიპაჟი ყოველთვის მოწესრიგებულად გამოიყურება. რა  სილამაზის სტანდარტები და დირექტივები გაქვთ ავიაკომპანიისგან?

კომპანია მუშაობის დაწყებამდე ეკიპაჟს წვრთნის.   ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა წესი, რომელიც რეგულაციებში წერია: დაშვებული ვარცხნილობები, მაკიაჟი, ფრჩხილები, ჩაცმა, ქცევა საზოგადოებაში და ა.შ. ასევე, ყოველ გამგზავრებამდე გვაქვს ბრიფინგი, სადაც კაბინის უფროსი აკონტროლებს ეკიპაჟის გარეგნობას შესაბამისი სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ერთმანეთს მოწესრიგებაში ვეხმარებით და რჩევებსაც ვაძლევთ.

  • არსებობს ისეთი ბუნდოვანი წესი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის?

ბევრი წესი არსებობს და ყველა მათგანს აქვს მიზანი. ისეთებსაც კი, რომლებსაც სისულელეებად მიიჩნევთ. მე ვიტყოდი, რომ ბუნდოვანი წესები არ გვაქვს.

  • უფრო მეტი მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ისტორიის შესახებ, რომელიც Wizz Air-ზე დაიწყო

ერთმანეთს  შობის დღეს, რომში გამგზავრებისას შევხვდით. ის 4 თვეში ტოვებდა ბაზას, მაგრამ სიყვარულის გამო დარჩა. მადლიერი ვარ, რომ ჩემ გვერდით შესანიშნავი ადამიანია, რომელსაც მსგავსი ინტერესები, სამსახური და საჭიროებები აქვს.

  • რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც მსგავს პოზიციაზე სურთ დასაქმება?

თუ ბორტგამცილებლობა გსურთ, უნდა გიყვარდეთ ავიაცია და მზად იყოთ სხვადასხვა სახის თავგადასავლებისთვის. თუ ვინმეს სურს ავიაკომპანიაში დასაქმება, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ მიზნის მისაღწევად. Wizz Air-ს დასაქმების დღეები აქვს, რომლებიც ფეისბუქის გვერდზე ცხადდება და ყველასათვის ხელმისაწვდომია. ჩემი რჩევაა – სცადოთ, გადადგათ ნაბიჯები წარმატებული მომავლისთვის და არასდროს დანებდეთ.

32,212 total views, 4 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.