fbpx

საინტერესო ფაქტები ვალენტინობის დღის შესახებ


გააზიარე სტატია



ვალენტინობასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი მუდმივად იყოფა, ზოგისთვის ის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ზოგს კი საერთოდაც არ მოსწონს და ფიქრობს, რომ “ყველა დღე სიყვარულისაა”. 

განსხვავება არა მარტო ადამიანების აზრებშია, არამედ სხვადასხვა ქვეყნების აღნიშვნის ტრადიციებშიც. 

წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ვალენტინობის შესახებ.

#1. იაპონიაში ვალენტინობის დღე შოკოლადთანაა დაკავშირებული, ოღონდ ერთი განსხვავებით: მხოლოდ ქალები ჩუქნიან შოკოლადს მამაკაცებს და არა პირიქით. მამაკაცებში კი არა მარტო შეყვარებულებს ან ქმრებს მოიაზრებენ, არამედ თანამშრომლებსა და მეგობრებსაც.

საიდან მოდის ეს ტრადიცია? ჯერ კიდევ 1950-იან წლებში ტკბილეულის კომპანია Morinaga ვალენტინობის დღესთან დაკავშირებულ მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებდა. ამერიკაში უკვე არსებობდა შოკოლადის გაცემის ტრადიცია და Morinaga-ს სურდა, რომ იგივე ტრადიცია იაპონიაშიც დამკვიდრებულიყო.

ამ პროცესში ერთი პატარა შეცდომა დაუშვეს: სარეკლამო რგოლში ტექსტი აერიათ და იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ – “ვალენტინობის დღეს შოკოლადის მიცემა ქალებისთვის სიყვარულის გამოხატვის საშუალებაა მამაკაცების მხრიდან”, თქვეს, რომ “ვალენტინობის დღეს შოკოლადის მიცემა მამაკაცებისთვის სიყვარულის გამოხატვის საშუალებაა ქალების მხრიდან”.

Honmei choco (本命 チ ョ コ) – ეს არის შოკოლადი, რომელსაც შეყვარებულებს ჩუქნიან.
Giri choco (義理 チ ョ コ) – ეს არის “საჩუქარი შოკოლადი”, რომელსაც თანამშრომლებს ან კლასელებს ჩუქნიან.
Cho-Giri choco (超 義理 チ ョ コ) – ეს არის სავალდებულო შოკოლადი, რომელიც ქალებმა აუცილებლად უნდა გადასცენ მამაკაცებს, მნიშვნელობა არ აქვს, იცნობენ, მოსწონთ ან სურთ თუ არა ჩუქება მათთვის.
Tomo choco (友チョコ) – ეს შოკოლადი კი მეგობრებისთვისაა განკუთვნილი.

 

#2. 2008 წელს საუდის არაბეთმა წითელი ვარდების და ვალენტინობასთან დაკავშირებული სხვა ნივთების გაყიდვა აკრძალა, რადგან ის ქრისტიანი წმინდანის სახელობის დასავლური დღესასწაულია. 2011 წელს კი მალაიზიის რელიგიურმა ხელისუფლებამ ვალენტინობის დღის აღნიშვნისთვის 100-ზე მეტი მაჰმადიანი წყვილი დააპატიმრა.

 

#3. კუპიდონი სიყვარულის ღმერთია, რომელიც ფრთიანი ბიჭის სახითაა წარმოდგენილი, რათა “მსხვერპლს” გულში მშვილდით ისარი ესროლოს და მასში სიყვარული გააღვიძოს. ის რომანტიკის სიმბოლოს წარმოადგენს, მისი სახელი cupido კი ლათინურად “სურვილს” ნიშნავს.

 

#4. პარიზი შეიძლება მსოფლიოში ყველაზე რომანტიკული ქალაქი იყოს, მაგრამ საფრანგეთის პატარა სოფლები – Saint Valentin და Roquemaure მას დიდ კონკურენციას უწევენ. ყოველწლიურად ვალენტინის სოფელში წყვილებს ვარდებით დაფარულ ბაღში ქორწინების საშუალება ეძლევათ, სადაც “ფიცის ხეზე” სასიყვარულო ჩანაწერებსაც აკეთებენ. Roquemaure-ში კი მე-19 საუკუნის კოსტიუმებითა და მუსიკით თემატური ფესტივალი იმართება.

 

#5. შეყვარებული წყვილები ბანგკოკის ბანგრაკის რაიონში, ტაილანდის “სიყვარულის სოფელში” ქორწინდებიან ვალენტინობის დღეს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ადგილი მაგიურია და ხანგრძლივ ქორწინებას უზრუნველყოფს.

 

#6. ყოველწლიურად იტალიის ქალაქი ვერონა დაახლოებით 1000 წერილს იღებს, რომელთა ადრესატიც ჯულიეტაა. ეს ის ქალაქია, სადაც შექსპირის რომეო და ჯულიეტა ცხოვრობდნენ.


 

#7.  2015 წლის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ამერიკელი ქალების 53% შეყვარებულს დაშორდება, თუ ვალენტინობის დღეს საჩუქარს არ მიიღებს. სხვა კვლევამ დაადგინა, რომ ამერიკაში მამაკაცთა 3%-მა ურთიერთობის დასრულება ამჯობინა იმ რთულ დავალებას, რასაც კარგი საჩუქრის არჩევა ჰქვია. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.