fbpx

10 რამ, რაც შესაძლოა არ იცით ვან გოგის შესახებ


გააზიარე სტატია




ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფერმწერი ვინსენტ ვან გოგი ნიდერლანდების ქალაქ გროტ-ზიუნდერტში დაიბადა. მხატვარი სიცოცხლეში დაუფასებელი და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო, დღესდღეობით კი მისი ნამუშევრები ასეულობით მილიონი დოლარი ღირს. 

შესაძლოა არსებობდეს ფაქტები მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი იცოდით. 



1. სანამ ხატვას დაიწყებდა, ვან გოგმა სხვადასხვა საქმიანობა სცადა


ვან გოგმა მუშაობა 16 წლის ასაკში, ბიძასთან დაიწყო, რომელიც ჰააგაში  სახვითი ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობდა. მოგვიანებით მუშაობა განაგრძო იმავე ფირმის  ლონდონისა და პარიზის ფილიალებში. 1876 წელს მომავალი მხატვარი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ვან გოგი ინგლისში მასწავლებლად, ნიდერლანდებში კი  წიგნის მაღაზიაში მუშაობდა. მამის მსგავსად, სურდა, პასტორი გამხდარიყო და ბელგიაში, ბორინაჟში დაიწყო ქადაგება. ცოტა ხანში ეს საქმეც მოსწყინდა და გადაწყვიტა, რომ საკუთარი მომავალი ფერწერისთვის დაეკავშირებინა. ვან გოგი 27 წლამდე არ ხატავდა და ამავე დროს,  მას ამ კუთხით არასდროს მიუღია ფორმალური განათლება.

“მელანქოლიური პერიოდის შემდეგ თქვენ ხდებით უფრო ძლიერი, ვიდრე იყავით მანამდე, წელში გაიმართებით და თქვენ გარშემო დაინახავთ ისეთ პეიზაჟებს, რომ საღებავების გარდა საერთოდ  არაფერი დაგჭირდებათ”.
ვინსენტ ვან გოგი



2. ვან გოგის სამხატვრო კარიერა მხოლოდ ათ წელს ითვლის

ათწლიანი  კარიერის განმავლობაში  850-ზე მეტი ნახატი, 1300 ჩანახატი და ესკიზი შექმნა. 1990 წელს “ექიმი გაშეს პორტრეტი”, დახატვიდან 100 წლის შემდეგ, რეკორდულ ფასად – 82,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფლაციის გათვალისწინებით, ეს თანხა ყველაზე მაღალია, რაც კი ფერწერულ ტილოში ოდესმე გადაუხდიათ.

“ვისურვებდი ვნებისგან მოვმკვდარიყავი, ვიდრე მოწყენილობისგან”.
ვინსენტ ვან გოგი


3. ახალი ნამუშევარი ყოველ 36 საათში

ვან გოგმა 850-ზე მეტი ნახატი, უამრავი ჩანახატი და ესკიზი შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ  მხატვარი 36 საათში 1 ნამუშევარს ქმნიდა.

მთელ გულსა და სულს ნახატში ვდებ და ამ პროცესში გონებას ვკარგავ”.
ვინსენტ ვან გოგი



4. წერილების ადამიანი

ასეულობით ხელოვნების ნაწარმოებთან ერთად, ვან გოგმა თითქმის ამდენივე წერილი და ღია ბარათი დაწერა. ჩანაწერები ცნობილი ნახატების პირველად ესკიზებსაც მოიცავდა.

“მე გამოვჯანმრთელდები, ნელ-ნელა უკეთესად ვხდები”.
ვინსენტ ვან გოგი
წერილი ემილ ბერნარდს, 1888 წლის აპრილი

“ცივი წყალი, ჰაერი, უბრალო საკვები, მოხერხებული ტანისამოსი… კარგად გამოიძინეთ და არ ინერვიულოთ”.
ვინსენტ ვან გოგი 

წერილი თეოს, 1888 წლის მაისი



5. მარცხი?

როდესაც ვან გოგმა თავისი ყველაზე ცნობილი ნახატი – “ვარსკვლავებიანი ღამე” დახატა, არც კი ფიქრობდა, რომ ნამუშევარი გამორჩეული იყო. ვან გოგი საკუთარ პიროვნებას და ნახატებს წარუმატებლად მიიჩნევდა.

“პირველ რიგში, მინდა მშვიდად ვიყო”.
ვინსენტ ვან გოგი 

წერილი თეოს, 1888 წლის მაისი



6. ვან გოგმა ყური პოლ გოგენთან კამათის შემდეგ მოიჭრა

ცნობილია, რომ ვან გოგმა ყურის ბიბილო გოგენთან კამათის შემდეგ, 1888 წელს მოიჭრა. გარემოებები ზუსტად არ არის ცნობილი, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ფაქტი არლში, ყვითელ სახლში, ცხარე კამათის შემდეგ მოხდა. ინციდენტის შემდეგ მხატვარმა მოჭრილი ყური მეძავს უსახსოვრა.



7. მხატვარმა თავი მოიკლა

ვან გოგი ფსიქიკური პრობლემებით მრავალი წელი იტანჯებოდა. 1889 წლის აპრილში სენ-რემის ფსიქიატრიულ კლინიკაში საკუთარი სურვილით მივიდა და იქ 1 წელი გაატარა. სწორედ ამ პერიოდში შექმნა თავისი ყველაზე ცნობილი ნახატები, მათ შორის “ვარსკვლავებიანი ღამე”.

ფსიქიატრიულიდან წასვლის შემდეგ ვან გოგი პარიზთან ახლოს მდებარე სოფელში, თავის ძმასთან, თეოსთან ახლოს დასახლდა. მისი ფსიქიკური მდგომარეობა თანდათანობით უარესდებოდა და 1890 წლის 29 ივლისს მან მკერდში ტყვია დაიხალა. 2 დღის შემდეგ ვან გოგი გარდაიცვალა. ”სევდა სამუდამოდ გაგრძელდება”, – ეს მხატვრის ბოლო სიტყვები იყო.

“დაზუსტებით არაფერი ვიცი, თუმცა ვარსკვლავები ოცნებისთვის განმაწყობენ”.



8. ვან გოგი არასდროს დაქორწინებულა და არც შვილები ჰყოლია.

მხატვარს სიყვარულში არ გაუმართლა. 1880-იანი   წლების დასაწყისში, როცა ხატვა ახალი დაწყებული ჰქონდა და ნიდერლანდებში მშობლებთან ცხოვრობდა, დაქვრივებული ბიძაშვილი კეე ვოს-სტრიკერი შეუყვარდა, რომელმაც მისი სიყვარული უარყო. ამ მოვლენების გამო ვან გოგს მშობლებთან ურთიერთობა დაეძაბა, რომლებიც დიდად არც მისი ახალი კარიერით იყვნენ მოხიბლული. ვან გოგის მეორე სიყვარული – სიენ ჰორნიკი  მისივე მენატურე იყო. ქალი თავს მეძავობით ირჩენდა და თან ბავშვსაც ელოდებოდა. მათი ურთიერთობა მალე დასრულდა. ნიდერლანდებში ყოფნისას მხატვარს ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ მარგო ბეგემანთან. ოჯახის წინააღმდეგობის გამო ქალმა თვითმკვლელობა სცადა. წარუმატებლად დასრულდა ვან გოგის რომანი პარიზში, სტამბურგის კაფის მფლობელ აგოსტინა სეგატორთან.



“არაფერია იმაზე უფრო შემოქმედებითი, ვიდრე ხალხის სიყვარული”.
ვინსენტ ვან გოგი

“რაც უფრო მეტად გიყვარს, მით უფრო იტანჯები”.
ვინსენტ ვან გოგი


9.  მხატვრის პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა თეოს მეუღლემ.

1891 წლის იანვარში, მხატვრის სიკვდილიდან 6 წლის შემდეგ, ვან გოგის ძმა – თეო 34 წლის ასაკში სიფილისით გარდაიცვალა. თეოს ქვრივმა იოჰანა ვან გოგ-ბონგერმა მემკვიდრეობით ვინსენტის ნახატების, ჩანახატებისა და წერილების კოლექცია მიიღო. მან მხატვრის შემოქმედების პოპულარიზაცია დაიწყო. ნამუშევრები  სხვადასხვა ადგილას იფინებოდა. 1914 წელს იოჰანა ბონგერმა ვან გოგის წერილების კრებულიც გამოსცა. იმავე წელს კი თეოს ნეშტი ოვერ-სიურ-ოაზში გადმოასვენა  და ვინსენტის გვერდით დაკრძალა. იოჰანას გარდაცვალების შემდეგ თეოს შვილმა ვან გოგის მუზეუმი დააარსა, რომელიც ამსტერდამში 1973 წელს გაიხსნა.

“მე დიდებულად ვუფრთხილდები თავს, სხვებისგან ფრთხილი დისტანცირებით”.
ვინსენტ ვან გოგი



10.  სულ 4 ვინსენტ ვან გოგი არსებობდა

ოჯახში იგივე სახელი ერქვა მხატვრის ბაბუას, უფროს ძმასა და თეოს შვილს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.