fbpx

კვირის აფიშა – 5WS – 17-23 თებერვალი


გააზიარე სტატია

 

 

ახალი კვირის დასაწყისი და AT.ge-ის შერჩეული საყურადღებო და საინტერესო მოვლენები მკითხველისთვის. 

“კვირის აფიშა – 5WS” – თქვენი გზამკვლევი დღის დასაგეგმად

 

ორშაბათი – სამშაბათი, 17-18 თებერვალი

თუ ოსკაროსანი “პარაზიტი” ჯერ კიდევ არ გინახავთ, კვირა შეგიძლიათ სწორედ ამ ფილმით დაიწყოთ. კინოთეატრები “ამირანი” და “კავეა” ერთგულ მაყურებელს 2019 წლის კომედიური თრილერის სანახავად გეპატიჟებათ. კინომოყვარულებს შეგიძლიათ ფილმი დიდ ეკრანზე კიდევ ერთხელ ნახოთ.

 

ორშაბათი, 17 თებერვალი

Fleabag ნანახი გაქვთ? სპექტაკლის კინოჩვენება: Fleabag კინოთეატრ “ამირანში” კიდევ ერთხელ გაიმართება. რამდენიმე დღის წინ, პირველ სეანსზე, სერიალის გულშემატკივარმა ყველა ბილეთი შეიძინა, შესაბამისად, ვინც წინა სეანსს ვერ დაესწარით, შეგიძლიათ ეს შანსი გამოიყენოთ.

 

ოთხშაბათი, 19 თებერვალი

ვისაც ფოტოგრაფია, ისტორია და მასთან დაკავშირებული საინტერესო ამბების მოსმენა გიყვართ, დამოუკიდებელი ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი „საბჭოთა ფოტოგრაფიაზე” გესაუბრებათ. ნათელა გრიგალაშვილი სხვადასხვა სოციალურ თემაზე მუშაობს და მისი ნამუშევრები კარგად გამოხატავს იმ ემოციას, რასაც ატარებს. ფოტოგრაფი წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ გიმასპინძლებთ და ფოტოგრაფიაზე საბჭოთა კავშირის გავლენის შესახებ მოგიყვებათ.

 

ხუთშაბათი, 20 თებერვალი

PechaKucha Night Tbilisi ღვინის ქარხანა N1-ში გელოდებათ. ეს საღამო შეგიძლიათ საინტერესო საკითხების მოსმენას და განხილვას დაუთმოთ. PechaKucha Night არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლატფორმაა,  სადაც შემოქმედი ადამიანები, ინოვატორები, მეწარმეები იკრიბებიან და ერთმანეთს იდეებს, პროექტებსა და ნამუშევრებს უზიარებენ.

PechaKucha Night Tbilisi vol. 9-ის თემაა ”სოფლის მეურნეობა და ინოვაციები” – თქვენთვის საინტერესო სპიკერები თემის ირგვლივ 20 სლაიდს წარმოგიდგენენ. 

 

ხუთშაბათი, 20 თებერვალი

მოძრაობის თეტრი – თავშეყრის ადგილი ხელოვნების მოყვარულთათვის, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის ინსცენირებაზე გეპატიჟებათ, რომელშიც ადამიანის ევოლუციის შესახებ არის მოთხრობილი. გადატვირთულ შუა კვირაში კახა ბაკურაძის სპექტაკლზე დასწრება ნამდვილად კარგი განტვირთვა იქნება, თუ თეატრი გიყვართ.

 

პარასკევი, 21 თებერვალი

ვისაც პარასკევი საღამოს სასიამოვნოდ გატარება გსურთ, Silk Factory Studio, ნიაზ დიასამიძესა და 33ა-ს საღამოზე გეპატიჟებათ. ფოლკ-როკ-რეგეს სინთეზი და ქართული საკრავების უნიკალური ჟღერადობა დაუვიწყარ პერფორმანსს გპირდებათ. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავთ სამუშაო კვირის დასასრული, გირჩევთ, tkt.ge-ს ეწვიოთ და ეს შანსი აუცილებლად გამოიყენოთ!

 

 

შაბათი, 22 თებერვალი

სპორტის მოყვარულებსა და ქართული რაგბის ქომაგებს კვირას ქუთაისი გელოდებათ, რადგან საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. 2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე საშინაო მატჩი საქართველოსა და ბელგიას შორის, ქუთაისში, აია არენაზე, 15:00 საათზე გაიმართება.

 

კვირა, 23 თებერვალი

23 თებერვალს თეატრი ათონელზე წარმოგიდგენთ: ცნობილი ბრიტანელი  დრამატურგის, დენის კელის პიესას “დასასრულის შემდეგ”. რეჟისორი: სოფიო ქელბაქიანი, მხატვარი: ანა გურგენიძე, მონაწილეობენ: ანასტასია ჭანტურაია, ბექა ხაჩიძე.

მარკი და ლუსი ბარში იყვნენ, როდესაც აფეთქება მოხდა. ლუსის გაეღვიძება და გაიგებს, რომ თავშესაფარშია გამოკეტილი მარკთან ერთად, რომ მარკმა ის სიკვდილს გადაარჩინა და რომ გარეთ ატომური აფეთქება მოხდა. მარკს თავშესაფარში ყველაფერი აქვს, რაც, მისი აზრით, გადარჩენისთვის არის საჭირო. ერთადერთი, რაც მარკს და ლუსის დარჩენიათ, ეს – ლოდინია. ლოდინი მანამდე, სანამ გარეთ გასვლა სიცოცხლისთვის უსაფრთხო გახდება. შეძლებენ კი ისინი, რომ გადაურჩნენ აფეთქებას? შეძლებენ კი , რომ გადაურჩნენ ერთმანეთს?

839 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.