fbpx

ავსტრალიელმა წყვილმა გემზე, რომელზეც კარანტინია გამოცხადებული, ღვინო დრონით შეუკვეთა


გააზიარე სტატია

ავსტრალიელი წყვილი საკრუიზო გემზე კორონავირუსის ეპიდემიის გამო იმყოფება, თუმცა, კარანტინის მიუხედავად, მათ განწყობა მაინც შეინარჩუნეს და მეტიც, ღვინო დრონით პირდაპირ თავიანთ კაიუტაში შეუკვეთეს. 

იანმა და დეივ ბლინსკინებმა, რომლებიც ავსტრალიის შტატიდან კუინზლენდიდან არიან, საკუთარი მოწყენილობის შესახებ ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის გაზიარება დაიწყეს – ისინი ერთი კვირაა “ბრილიანტის პრინცესას” გემზე არიან გამოკეტილნი, რომელიც ამჟამად ტოკიოს ერთ-ერთ სანაპიროზე მდებარეობს. 

პირბადეებით გადაღებული სურათი ფეისბუქზე განათავსეს და განაცხადეს, რომ იოკოჰამაში იმყოფებიან კარანტინის გამო, მაგრამ თავს კარგად გრძნობენ. მათ 4-5 დღეში ერთხელ გემბანზე მხოლოდ 1 საათით გასეირნების უფლება აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიელ წყვილს ოკეანის ხედი ჰქონდათ – ზღვა აღელვებული გახდა და ღვინო მოუნდათ.

 წყვილი Naked Wine Club-ს დაუკავშირდა და მათგან ორი ბოთლი ღვინო მიიღეს, პირდაპირ კაბინაში და თანაც – დრონით. 

”Naked Wine Club დაუჯერებელი ხართ. პირველი წვეთი ახლახან გავსინჯეთ.  მადლობა ღმერთს დრონებისთვის, იაპონიის სანაპირო დაცვა ვერ მიხვდა, რა ჯანდაბა  ხდებოდა”, – განაცხადა წყვილმა ფეისბუქში. 

გემ “ბრილიანტის პრინცესაზე”  3700 მგზავრი კარანტინის რეჟიმში კიდევ 8 დღის განმავლობაში დარჩება.

 

 

3,204 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.