fbpx

მსოფლიო ფოტოკონკურსები პროფესიონალებისა და მოყვარულებისათვის


გააზიარე სტატია



ფოტოკონკურსები პროფესიონალებისა და მოყვარულებისათვის

 

Lens Culture Portrait Awards

მონაწილეობა: 18 წელს გადაცილებული ყველა მსურველი

ნამუშევრების მიღება: 2020 წლის 19 თებერვლამდე

მონაწილეობის გადასახადი: 20-60$ (ნამუშევრების რაოდენობის მიხედვით)

ჯილდო: 6 პრიზი 15 000$-ის ოდენობით, ნიუ-იორკის გამოფენაში მონაწილეობა

ონლაინ-გამოცემა LensCulture ფოტოგრაფ-პორტრეტისტების კონკურსს ყოველწლიურად ატარებს. გამარჯვებულებს ავლენს ჟიურის 8 წევრი, რომელთა შორისაა The Sunday Times Magazine-ის ფოტორედაქტორი რასს ო’კონელი, Wired-ის მთავარი ფოტორედაქტორი სამანტა კუპერი და LensCulture-ის გამომცემელი ჯიმ კასპერი. გაიგე მეტი.

 

Jakarta International Photo Festival

მონაწილეობა: 18 წელს გადაცილებული ყველა მსურველი

ნამუშევრების მიღება: 2020 წლის 29 თებერვლამდე

მონაწილეობის გადასახადი: უფასო

ჯილდო: ფოტოფესტივალში მონაწილეობა

ღია კონკურსის თემაა „სივრცეები“. მონაწილეობის მსურველმა  უნდა გააგზავნოს 50-მდე ნამუშევარი. გამარჯვებული ნამუშევრები გამოიფინება ჯაკარტის საერთაშორისო ფოტოფესტივალზე, რომელიც გაიმართება 26 ივნისიდან – 12 ივლისის ჩათვლით.   გაიგე მეტი

 

Odessa Photo Days

ნამუშევრების მიღება: 2020 წლის 1 მარტამდე

მონაწილეობის გადასახადი: €15

ჯილდო: მონაწილეობა ფოტოფესტივალში Odessa Photo Days

კონკურსის თემაა „Who Is Next To You“. მონაწილეებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ PDF  ფორმატში. გაიგე მეტი.

 

D&AD Awards: Next

ნამუშევრების მიღება: 2020 წლის 11 მარტამდე

მონაწილეობის გადასახადი: £50

ჯილდო: D&AD-ის პრიზი, გამგზავრება ლონდონში და მონაწილეობა ერთკვირიან ფოტოგამოფენაში  

D&AD Awards: Next – დამწყები ფოტოგრაფებისათვის განკუთვნილი კონკურსია, რომელსაც კომპანია Design and Art Direction ატარებს. მონაწილეობის მიღება შუეძლიათ პირებს, რომლებიც პროფესიონალურ ფოტოგრაფიაში ბოლო სამი წელია მუშაობენ. სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია დამოუკიდებელი კონკურსი D&AD New Blood Awards. ნამუშევრების თემატიკა თავისუფალია, ყოველ მონაწილეს შეუძლია გააგზავნოს 2 ნამუშევარი.  გაიგე მეტი. 

 

Foam Talent Call

ნამუშევრების მიღება: 2020 წლის 24 მარტამდე

მონაწილეობის გადასახადი: €35

ჯილდო: ნამუშევარი გამოქვეყნდება ჟურნალში Foam; მონაწილეობა საერთაშორისო საგამოფენო ტურნეში

ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფების კონკურსს ფოტოგრაფიის საერთაშორისო ჟურნალი Foam ატარებს. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 18-15 წლამდე. ნამუშევრების თემატიკა თავისუფალია. გამარჯვებულებს ავლენს ჟურნალ Foam-ის რედაქცია. გაიგე მეტი. 

 

13th iPhone Photography Awards

ნამუშევრების მიღება: 2020 წლის 31 მარტამდე

მონაწილეობის გადასახადი: ერთი ნამუშევარი – $3,5; 25 ნამუშევარი – $65,5-მდე

ჯილდო: გრანპრის მფლობელი – iPad Air, 3 მთავარი გამარჯვებული მიიღებს Apple Watch Series 3, 18 თემატურ კატეგორიაში გამარჯვებულებს კი გადაეცემათ ოქროს ზოდი, II da III  ადგილის მფლობელებს – პლატინის ზოდი. 

iPhone Photography Awards (IPPA) – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონკურსია აიფონის მომხმარებლებისათვის, რომელსაც მობილური ფოტოგრაფიის „ოსკარებსაც“ ეძახიან. 

კონკურსის მთავარი მოთხოვნის მიხედვით, ნამუშევრები გადაღებული უნდა იყოს  მხოლოდ iPhone-ის მოწყობილობებით (ტელეფონები, პლანშეტები). ამასთანავე საკონკურსო ფოტოები არ უნდა იყოს განთავსებული ინტერნეტში, მონაწილის სოციალურ ქსელებში. გამოსახულების დამუშავება კი დასაშვებია მხოლოდ iOS აპლიკაციებით. 

კონკურსი 18 თემატურ კატეგორიას ითვალისწინებს: აბსტრაქცია, ცხოველები, არქიტექტურა, ბავშვები, პეიზაჟი, ცხოვრების სტილი, ბუნება, ახალი ამბები და მოვლენები, პანორამა, ადამიანები, პორტრეტი, ფოტოსერია, ნატურმორტი, დაისი, მოგზაურობა, ხეები და კატეგორია „სხვა“. გაიგე მეტი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.