ფოტოგრაფი პოლარულ ღამეებს 40 დღის განმავლობაში თავისი აიფონით იღებდა
ავტორი: Jessica Stewart
აიფონ 11-ით შეიარაღებული ფოტოჟურნალისტი ამოს ჩაპლი არქტიკული წრის ფოტოზე აღბეჭდვას შეუდგა. მან 40 ღამე გაატარა რუსეთში, მურმანსკში, სადაც 2 დეკემბრიდან 11 იანვრამდე 24-საათიანი ღამეა. აიფონის ღამის გადაღების რეჟიმით იგი შეეცადა აესახა ჩრდილოპოლარული წრის უდიდესი ქალაქის მცხოვრებლების ყოველდღიურობა.
მურმანსკი დაარსდა 1916 წელს, მაშინ როცა მეფე ნიკოლოზ მეორე ეძებდა არაყინულოვან ადგილს პორტისთვის, რათა მოკავშირეები მოემარაგებინა. რევოლუციის შემდეგ მურმანსკის როლი გაიზარდა და მეორე მსოფლიო ომის დროს ძირითადად საჭირო ინვენტარის გადასაგზავნად გამოიყენებოდა ხოლმე. ქალაქი იზრდებოდა და მისმა მნიშვნელობამ პიკს საბჭოთა კავშირის დაშლისას მიაღწია. იმ დროისათვის ახლო მყოფმა სამხედრო ბაზამ თითქმის ნახევარი მილიონი მცხოვრები ჩაიყვანა მურმანსკში. მაშინ 300 000-მდე ადამიანი ამ ადგილს უკვე სახლს ეძახდა.
ამ სიურეალისტურმა გარემომ, რომელიც მურმანსკში საბჭოთა არქიტექტურის ნაშთებით იქმნება, მიიზიდა ფოტოგრაფი და გადააწყვეტინა სწორედ აქ გამოეცადა თავისი ახალი აიფონი. შედეგმა იმედი არ გაუცრუა. აიფონ 11-ის ღამის გადაღების რეჟიმი საოცარი შესაძლებლობა გახდა მისთვის. ტელეფონით გადაღების კიდევ ერთი უპირატესობა იყო ის, რომ იგი შეუმჩნეველი რჩებოდა, ხოლო კადრები – მაქსიმალურად ბუნებრივი. ამგვარად, იგი დარწმუნდა, რომ მოხერხებულობა და თავისუფლება ნამდვილად ახლავს ტელეფონით მუშაობას.
ამოს ჩაპლის მოგზაურობის შედეგი ფოტოებიდანაც მშვენივრად ჩანს.