ბალენსიაგას ახალ რეკლამაში მოდელებმა წამყვანების როლი მოირგეს
გააზიარე სტატია
ცოტა ხნის წინ იუთუბზე ბალენსიაგას ახალი სარეკლამო ვიდეო გავრცელდა, სადაც მოდის სახლის საგაზაფხულო კოლექციაა ნაჩვენები.
ვიდეო საკმაოდ უჩვეულო და დამაინტრიგებელია, რადგან მოდელებმა ამჯერად ახალი ამბების წამყვანების როლები მოირგეს.
„სად მიდის წყალი?“, „არანაირი საცობები“, „პლანეტების გადაჯგუფება“ — ახალი ამბები, რომელსაც მოდურ ტანსაცმელში გამოწყობილი ბალენსიაგას მოდელები გვიყვებიან სწორედ ამ სათაურებს ეხმიანება.
თუ რას ემსახურება ეს უჩვეულო კამპანია, სავარაუდოდ, ძალიან მალე, ახალი კოლექციის გამოსვლისთანავე გახდება ცნობილი.