fbpx

3-წლიანი კვლევის მიხედვით, ერთი მარტივი წესი თქვენს შვილებს წარმატებულად აქცევს


გააზიარე სტატია

წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ერთი მარტივი წესი, რომლის დაუფლების შემდეგ თქვენი შვილების/მოსწავლეების წარმატების შანსი ცხოვრებაში იზრდება. როგორც ჩანს, ახალი 3-წლიანი კვლევის თანახმად, ასეთი წესი ნამდვილად არსებობს – პატარა ცვლილებაც კი, თუ როგორ აქებთ და რა სიტყვებს იყენებთ ბავშვთან ურთიერთობის  დროს, დიდ გავლენას ახდენს მასზე. 

 

პრინციპი: მეტი უკეთესია

დიდი ხანია ცნობილია ის ფაქტი, რომ მოსწავლეების შექება უკეთესი ქცევის გამომწვევი მიზეზია, რაც კარგ აკადემიურ მოსწრებასა და კარიერულ წარმატებაში გამოიხატება. 3-წლიანი კვლევისას შეისწავლეს მასწავლებლების ურთიერთობა 2,536 მოსწავლესთან – ბაღიდან მეექვსე კლასის ჩათვლით.

ქცევითი მექანიზმების მეცნიერები დიდი ხანია სწავლობენ ქებისა და კრიტიკის იდეალურ თანაფართობას, რომლის თანახმადაც, საუკეთესო ვარიანტი 4:1-ზეა. ეს ნიშნავს, რომ იდეალური ბალანსისთვის თითოეულ საყვედურს მინიმუმ 4 პოზიტიური კომენტარი უნდა მოჰყვეს. მიუხედავად ამისა, კვლევის ავტორები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. “არ არსებობს კონკრეტული თანაფარდობა. რაც მეტია ქება, მით უფრო უკეთესი შედეგები გვაქვს”, – განაცხადა Brigham Young-ის უნივერსიტეტის პროფესორმა პოლ კანდარელამ. 

გასათვალისწინებელია, რომ ბავშვების მხოლოდ თანდაყოლილი შესაძლებლობებისთვის (მაგალითად, ინტელექტი) შექება არ არის ეფექტური,  გარდა ამისა, აუცილებელია ყურადღება იმ უნარებსა და შემუშავებულ სტრატეგიებზე გაამახვილოთ, რომელთა დახმარებითაც კონკრეტულ პრობლემებს უმკლავდებიან – ეს უფრო მეტ მოტივაციას მისცემს მათ. 

 

პრინციპი: 20 წუთი

მკვლევართა ჯგუფი კლასში ინტერაქციას 20 წუთის განმავლობაში აკვირდებოდა, დროის ამ მონაკვეთს კი თავად მასწავლებელი ირჩევდა.  შედეგად, ქებისა და კრიტიკის კომენტარებს შორის კორელაცია უნდა დაედგინათ.

ნახევარ კლასში მასწავლებლებს დაავალეს, რომ გაკვეთილები ჩვეულებისამებრ ჩაეტარებინათ, ხოლო მეორე ნახევარს კი ქცევის პროგრამის  -CW-FIT-ის გამოყენება სთხოვეს. CW-FIT საკლასო მენეჯმენტის სისტემაა, რომელიც კლასის ჩართულობის ასამაღლებლად 4 აქტივობისგან შედგება, ესენია:

  • 1) გაკვეთილები, რომელთა მიზანი საკლასო ოთახში სათანადო ქცევის სწავლებაა,
  • 2) მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა,
  • 3) პრობლემური ქცევების აღმოფხვრა 
  • 4) თვითმმართველობა, დახმარების ბარათები და ფუნქციური შეფასება.

მკვლევრებმა ქება განმარტეს, როგორც  – ”მოსწავლეთა ქცევის შემდეგ მოწონების სიტყვიერი მითითება”, მაგალითად: “ყოჩაღ, ბავშვებო. თქვენ ყველამ კარგად გაართვით თავი დავალებას”. მათ გამორიცხეს ბუნდოვანი, მაგრამ პოზიტიური განცხადებები, როგორიცაა “მადლობა, [მოსწავლის სახელი]”. 

საყვედური/კრიტიკა განისაზღვრა, როგორც “სიტყვიერი უთანხმოება (მათ შორის მუქარის ან შეურაცხყოფის ჩათვლით) არაადეკვატური ქცევის საპასუხოდ ან მითითება, რომ კონკრეტული ქცევა უნდა შეწყდეს”. მაგალითი: “ხომ გითხარი, ქაღალდის გადაყრა შეწყვიტე-მეთქი”.

კრიტიკაში არ მოიაზრებოდა ბუნდოვანი განცხადებები, მაგ.,  “არა, ეს ასე არ არის”.  ასევე არც ის მომენტი, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს თვალებით ეკონტაქტებოდა და ჩუმად ელოდებოდა, როდის დაასრულებდნენ საუბარს. 

 

შედეგები:

გასაკვირი შედეგი იყო ის, რომ მკვლევრებმა “წრფივი” ურთიერთმიმართება დაადგინეს მასწავლებლის მიერ შექების ხარისხსა და მოსწავლეების მიერ სამუშაო დავალების შესრულების დონეს შორის.  სხვა  სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტი იყო ქება, ბავშვები მით უფრო ორიენტირებულები იყვნენ დავალებაზე. 

“ქცევის გაუმჯობესების ტენდენცია იზრდება, – განაცხადა პოლ კანდარელამ. – ასე რომ, თუ მასწავლებლები მოსწავლეებს კარგი ქცევებისთვის შეაქებენ – მაგ., მოსმენის უნარი, დახმარების სათანადოდ თხოვნა და ა.შ. – სწავლის ხარისხიც გაუმჯობესდება”.

ორიგინალი: https://www.inc.com/

670 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.