fbpx

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის სატრანსპორტო ნაწილი – პირველი რენდერები გამოქვეყნდა


გააზიარე სტატია

თბილისის ფორუმზე გამოქვეყნდა რამდენიმე რენდერი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე და გლდანში განახლებული ქუჩების გარკვეული მონაკვეთების სავარაუდო მოწყობას გვიჩვენებს.

ყველა გამოქვეყნებულ რენდერზე ჩანს ახალი “ბასლეინები”. თუმცა, განსაკუთრებით საინტერესოა ჭავჭავაძის გამზირის ახალი სქემა, რადგან აქ, სპეციალური საავტობუსო ხაზისა და გაჩერებების მოწყობა გზის ცენტრალურ ნაწილშია დაგეგმილი.

მოცემული რენდერები არაოფიციალური ხასიათისაა და შესაძლოა არ ემთხვეოდეს ქუჩის მოწყობის საბოლოო ვარიანტს.

 

ჭავჭავაძის გამზირი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან

 

გლდანი, გობრონიძე-ხიზანიშვილის კვეთა

 

გლდანი, ხიზანიშვილის ქუჩა პოლიციასთან

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.