fbpx

როცა ცხოვრება ფილმს ემსგავსება


გააზიარე სტატია

სოციალურ მედიაში დაწყებული პოსტერების სერია, სადაც ცნობილი ფილმებისა თუ ანიმაციების საკულტო კადრები ჩვეულებრივი ადამიანების მიერ იყო გაცოცხლებული, ვალენტინობის ინტერნეტ-ტრენდად იქცა. ის ამბავი, რომ შენთვის საყვარელი ფილმის გმირი თავად შეიძლება გახდე, ყველასთვის საინტერესო აღმოჩნდა.

ფოტოპროექტი ლიბერთიბანკის ინოვაციურმა ლოიალობის პროგრამა Cashback-მა წამოიწყო, რომელმაც გადაწყვიტა, 13, 14 და 15 თებერვალს მომხმარებლებისთვის პარტნიორ ობიექტებში გადახდილი თანხის 30% მომენტალურად დაებრუნებინა უკან და სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო აემაღლებინა.

ყოველდღიურობის ფილმებად ქცევისთვის ყველასათვის კარგად ნაცნობმა ადამიანებმა ჩაცმულობა, სამკაულები და ხასიათი სხვადასხვა სცენის მიხედვით მოირგეს, საკუთარი თავი მსახიობების როლში მოსინჯეს და თან მომხმარებლებს აუწყეს, რომ თუ Cashback-ის სიახლეებს აედევნები და მასში ჩართულ ობიექტებს ესტუმრები, სასურველ აქსესუარს, საყვარელი ადამიანისთვის თაიგულს თუ ნებისმიერ სხვა ნივთს შეარჩევ, შეძლებ ცხოვრება თავადვე გაიმრავალფეროვნო, საყვარელ ფილმს დაამსგავსო და ამასთანავე, თანხის ნაწილი მომენტალურად უკან დაიბრუნო.

ნინუცა ორჯონიკიძემ Berberis-ში გაკეთებული ვარცნილობისა და მაკიაჟის დახმარებით ოდრი ჰეპბერნის “საუზმე ტიფანისთან” გააცოცხლა

ბექა ყორშიამ “ყვავილების ქარხნის” დახმარებით (მგონი) ქორწილს დააყენა საშველი!

დათო გორგილაძემ დიდი ხნის ნატვრა აისრულა და ერთი ფოტო გრძელი თმითაც გადაიღო

ქეთი ხატიაშვილმა და დავით კაჭარავამ კი “ქალის სურნელის” რომანტიკულ სცენებში გვამოგზაურეს

ფოტოპროექტის მიზანი არ არის “ერთი-ერთში” მხოლოდ განწყობის შექმნა, ყოველდღიურობის დღესასწაულად ქცევა და იმის შეხსენება, რომ ცხოვრება ზოგჯერ მართლა ფილმს ემსგავსება.

თუ თქვენც მოგინდებათ, თქვენს ფოტოებს განსხვავებული კადრები შემატოთ, Cashback-ს გადახედეთ, პარტნიორი ობიექტების გარემო, სამკაულები, აქსესუარები, მაკიაჟი და ა.შ. დაგეხმარებათ საყვარელი ფილმის გმირებს დაემსგავსოთ.

 

1,367 total views, 3 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.