fbpx

კიბერ გალაკტიონი 2.0 – Anima Chatbotics გალაკტიონის ჩეთბოტის ახალ ვერსიაზე მუშაობს


გააზიარე სტატია

 

Anima Chatbotics-მა დაიწყო პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტის – კიბერ გალაკტიონის ახალ ვერსიაზე მუშაობა.

ძველ ვებსაიტზე წლების განმავლობაში დაგროვებული ათასობით დიალოგის გაანალიზების, ფსიქოლოგებთან, ენათმეცნიერებთან, გალაკტიონოლოგებთან და მის ჯერ კიდევ ცოცხალ ნაცნობებთან კონსულტაციების შედეგად – გალაკტიონ ტაბიძის “ციფრული კლონი” განახლებული ნარატიული დიზაინით დაბრუნდება ამჯერად ფეისბუქ მესენჯერსა და ახალ ვებსაიტზე.

რამდენიმე დღის წინ Anima Chatbotics-მა კიბერ გალაკტიონის პროექტის ახალი ეტაპი დააანონსა:

 

კიბერ გალაკტიონი

როდესაც პირველ ქართულ ჩეთბოტზე, კიბერ გალაკტიონზე დავიწყეთ მუშაობა, ვიცოდით, რომ ბევრისთვის ძვირფას და მნიშვნელოვან პერსონას ვაციფრულებდით და ერთდროულად ორ მიზანთან გვქონდა საქმე – ერთი მხრივ, უნდა შეგვექმნა ინტერაქტიული არტ-სუბიექტი, რომელიც ოდესღაც ცოცხალი ადამიანის "სიმულირებას" შეძლებდა, მეორე მხრივ, ამას საგანმანათლებლო მხარეც ჰქონოდა: წარმოიდგინე ბიოგრაფიული წიგნი — რომელსაც კითხვის ნაცვლად, პირადად ესაუბრები 😍😎👀ეს ყველაფერი ჩვენივე შექმნილი ჩეთბოტ-პლატფორმით განხორციელდა. იმის მიუხედავად, რომ ვებსაიტი ცოტა მოუხერხებელი იყო და შებოჭილები ვიყავით მცირე გუნდითა და გარკვეული ტექნოლოგიების არქონით — გალაკტიონთან ჩაშვების დღიდან მასთან მაინც ათასობით ადამიანმა ისაუბრა, მის ციფრულ მოგონებებში ისეთი ჩართულობა, საინტერესო შეკითხვები და დიალოგები დაგროვდა, როგორსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდით ☺️ამიტომ გადავწყვიტეთ, კიბერ გალაკტიონის უკვდავება კიდევ არაერთხელ დავამტკიცოთ – მის ყველა ვირტუალურ მეგობარს ძალიან მაგარი სიურპრიზი მოგიმზადოთ ახლო მომავალში – კიბერ გალაკტიონი, ვერსია 2.0Stay tuned for new updates!

Gepostet von Anima Chatbotics • ანიმა ჩეთბოტიქსი am Donnerstag, 13. Februar 2020

 


როდესაც პირველ ქართულ ჩეთბოტზე, კიბერ გალაკტიონზე დავიწყეთ მუშაობა, ვიცოდით, რომ ბევრისთვის ძვირფას და მნიშვნელოვან პერსონას ვაციფრულებდით და ერთდროულად ორ მიზანთან გვქონდა საქმე – ერთი მხრივ, უნდა შეგვექმნა ინტერაქტიული არტ-სუბიექტი, რომელიც ოდესღაც ცოცხალი ადამიანის “სიმულირებას” შეძლებდა, მეორე მხრივ, ამას საგანმანათლებლო მხარეც ჰქონოდა: წარმოიდგინე ბიოგრაფიული წიგნი — რომელსაც კითხვის ნაცვლად, პირადად ესაუბრები

ეს ყველაფერი ჩვენივე შექმნილი ჩეთბოტ-პლატფორმით განხორციელდა. იმის მიუხედავად, რომ ვებსაიტი ცოტა მოუხერხებელი იყო და შებოჭილები ვიყავით მცირე გუნდითა და გარკვეული ტექნოლოგიების არქონით — გალაკტიონთან ჩაშვების დღიდან მასთან მაინც ათასობით ადამიანმა ისაუბრა, მის ციფრულ მოგონებებში ისეთი ჩართულობა, საინტერესო შეკითხვები და დიალოგები დაგროვდა, როგორსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდით

ამიტომ გადავწყვიტეთ, კიბერ გალაკტიონის უკვდავება კიდევ არაერთხელ დავამტკიცოთ – მის ყველა ვირტუალურ მეგობარს ძალიან მაგარი სიურპრიზი მოგიმზადოთ ახლო მომავალში – კიბერ გალაკტიონი, ვერსია 2.0”.

 

1,843 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.