fbpx

იაპონიის ქალაქში ასობით ფერადი თევზი სადრენაჟე არხებში დაცურავს


გააზიარე სტატია


ავტორი:Emma Taggart

ქალაქთა უმეტესობაში სადრენაჟო არხი ის ადგილია, სადაც ყველაზე ნაკლებად უნდა ველოდეთ ველური ბუნების აფეთქებას. თუმცა, იაპონიის კუნძულ კიუშუზე მდებარე ქალაქ შიმაბარაში არხები ისეთი სუფთაა, რომ იქ ასობით ფერადი კობრი ბინადრობს. თევზის უჩვეულო ჰაბიტატი უნზენის მთის ვულკანური აქტივობების შედეგია. 1792 წელს მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად 15 000 ადამიანი დაიღუპა.   სტიქიური უბედურების შემდეგ კუნძული ანკარა წყაროებით გამდიდრდა. სუფთა წყლის ნაკადი ქალაქის სადრენაჟო არხებშიც მოხვდა, 1978 წელს კი მთავრობამ 100 მეტრის სიგრძის არხში ფერადი თევზების გაშვება გადაწყვიტა.


ფერად კობრს გადასარჩენად წყლის ექსტრემალურად მაღალი ხარისხი ესაჭიროება. და ის ფაქტი, რომ თევზებს ამ არხში ბინადრობა შეუძლიათ, რეგიონში წყლის სისუფთავეზე მეტყველებს. დღეს შიმაბარა ცნობილია, როგორც “მოცურავე თევზების ქალაქი”. სანახაობა არხში  როგორც ტურისტებზე, ასევე ადგილობრივებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მნახველები ვიწრო არხებში გრაციოზული, ფერადი თევზების მოძრაობით ტკბებიან. არ არის გასაკვირი, რომ ქალაქის მცხოვრებლები ძალიან ამაყობენ თავიანთი ცნობილი თევზებით – თითოეული მაქსიმალურად ზრუნავს, რომ არხში სისუფთავე მუდამ შენარჩუნებული იყოს.

 


ქალაქ შიმაბარაში მობინადრე თევზი სიგრძეში შესაძლოა 70 სანტიმეტრამდეც კი გაიზარდოს. ისინი სხვადასხვა შეფერილობითა და ნაირ-ნაირი კოპლებითა თუ ლაქებით გამოირჩევიან. კაშკაშა წითელ, ნარინჯისფერ, თეთრი და შავი ფერების ლივლივს საათობით შეგიძლიათ უყუროთ. ეს უნიკალური ტერიტორია იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ შთამბეჭდავად ახერხებენ იაპონელები ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნას.


ორიგინალი:https://mymodernmet.com/

994 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.