fbpx

UG ახალი სკოლის კონცეფციით


გააზიარე სტატია

 

“UG სკოლა პროგრესული განათლების სურვილიდან დაიბადა, ჩვენ გვჯერა, რომ მოზარდებს  ვაძლევთ შესაძლებლობას განუვითარდეთ უნარები, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ.

UG სკოლა მოსწავლეებს ორმაგი ატესტატის აღების შესაძლებლობას აძლევს. ბრიტანული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ქართულ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირების შედეგად, ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მეათე კლასის დასრულებისთანავე აქ, სკოლაშივე დაწერონ ბრიტანული საატესტატო გამოცდა (გამოცდებს კემბრიჯის უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლები ჩაიბარებენ) და მიიღონ ბრიტანული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი. 

კემბრიჯის ცენტრის მიერ გაცემული ბრიტანული ატესტატი მოსწავლეებს გზას უხსნის ნებისმიერი საზღვარგარეთის უნივერსიტეტისაკენ ყოველგვარი დამატებითი გამოცდების გარეშე. 

სკოლა კემბრიჯის პროგრამის განხორციელებას იწყებს ხუთი წლის ასაკის მოსწავლეებთან (პრესკულიდან) და თანმიმდევრულად მიუყვება პროგრამას მეათე კლასამდე. (A-Level – გამოცდებისთვის მოსწავლეები ემზადებიან მე-11, მე-12 კლასებში). 

რაც ყველაზე მთავარია,  მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ კემბრიჯის პროგრამა თბილისში არსებულ კერძო სკოლებში შორის, ყველაზე იაფად შეგვეთავაზებინა. ჩვენთან სწავლის წლიური ღირებულება 8 000 ლარს შეადგენს.

2019 წლიდან კი ჩვენ შეგვემატა ახალი კორპუსი, რომელიც მოსწავლეების საგანმანათლებლო და სოციალურ-ემოციურ საჭიროებებს სრულად აკმაყოფილებს.“- თინათინ თოფურია, UG სკოლის ხელმღძვანელი.

 

 

ინტერიერი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის პიროვნულ შედეგებზე, მათი ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობა ასევე დამოკიდებულია იმ  სივრცის ხარისხზე, რომელშიც ისინი ასწავლიან ან სწავლობენ.

სკოლის დიზაინი შეიძლება ითქვას მინიმალისტურ სტილშია, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი მყუდრო და კომფორტულია, დიზაინი სრულიად ეხმიანება მის მიერ არჩეულ კურსს, „სწავლების მაღალი ხარისხი, ბუნებისა და გარემოს პატივისცემა“. გარემო მოსწავლეს  მოტივაციას უღრმავებს და ბუნებას მისთვის ახლობელს ხდის.

საკლასო ოთახების კონცეფცია აგებულია სხვადასხვა თემატიკაზე: ბუნების,ზოოლოგიის, დაკვირვების, დედამიწის, დამწერლობის, უსაფრთხოების, ციფრების ოთახი, ოთახი-კაბინეტი და სხვა. 

კორიდორებში განთავსებულია ყველა მოსწავლისთვის ინდივიდუალური კარადა, რომელიც სკოლის დიზაინს ორგანულად ეწყმის. სკოლას გააჩნია თანამედროვე მოთხოვნების მინიმალისტურ სტილში გაკეთებული სასადილო.

სკოლას აქვს საკუთარი სრულყოფილად გამართული თეატრი, რომელიც  ასევე ორგინალური, თანამედროვე და მინიმალისტურია, ჭადრაკის ოთახი, ბიბლიოთეკა, ცეკვის დარბაზი, რობოტექნიკის, მუსიკისა და ხელოვნების ოთახები. ყოველივე მათგანი თავის საკუთარ კონცეფციას ატარებს, რაც მის დიზაინსა და დეკორში გამოიხატება და რაც მთავარია მოსწავლეებისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის.

„ჩვენ  შევქმენით სასწავლო გარემო, რომელიც შეესაბამება იმ პროგრესულ და საერთაშორისო სასწავლო პროგრამას, რომელსაც ჩვენი გუნდი  ქმნის“.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.