Burger King ექსკლუზიურად Glovo-ზეა!
სარეკლამო განთავსება
თუ დამღლელი დღის შემდეგ სახლში დაბრუნებულს საყვარელი ბურგერების სუნი გელანდება, ან თუ ოფისიდან ლანჩზე გასვლას ვერ ახერხებ, ან თუ მეგობრებთან ერთად განტვირთვისას შიმშილმა შემოგიტია, მაშინ, თქვენთვის კარგი ამბავი გავაქვს.
კარგი ამბები კი ყოველთვის მოულოდნელად ხდება. ამიერიდან, საყვარელი ბურგერის დასაგემოვნებლად სახლის დატოვება და გარეთ გასვლა აღარაა საჭირო. Burger King ექსკლუზიურად Glovo-ზეა, რაც ნიშნავს, რომ თქვენი საყვარელი სამეფო ბურგერი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე გამოიძახოთ.
Burger King მთელს მსოფლიოში ცნობილი სწრაფი კვების რესტორნების ამერიკული ქსელია, რომლის საკულტო, დიდი ზომის ბურგერებმა სწრაფი კვების მოყვარულთა გულები დიდი ხანია დაიპყრო. Burger King ქართულ ბაზარზე 2013 წელს შემოვიდა.
Burger King-ის ყველა საკულტო ბურგერი უკვე თქვენს სმარტფონში, ერთ აპლიკაციაში მოიყრის თავს და საშუალებას მოგცემთ მარტივად, სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, ლანჩზე თუ ვახშამზე გამოიძახოთ.
გარდა ამისა, Glovo ექსკლუზიურად თამაშრომლობს Burger King-თან და თბილისსა და ბათუმში, 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ საყვარელ მენიუებზე.
Glovo, რომელიც საქართველოში უკვე მეორე წელია ოპერირებს, რითეილ ბაზრის სრულიად ათვისებას და გაციფრულებას გეგმავს, რაც იმას გულისხმობს, რომ მალე აფთიაქების, სუპერმარკეტების, რესტორნებისა და სასაჩუქრე კატეგორიების გარდა, სილამაზისა და მოდის კატეგორიებს შემოგთავაზებთ.
როგორც ყოველთვის, მიტანის სერვისის კომპანია Glovo-სთვის სისწრაფესა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა უცვლელია, შეკვეთა თქვენამდე საათზე ნაკლებ დროში მოაღწევს, მეტი კომფორტისთვის კი თანხის გადახდას უნაღდო და ნაღდი ანგარიშსწორებითაც შეძლებთ.