fbpx

Making Waves – ახალი მუსიკალური საგანმანათლებლო პროექტი საქართველოში


გააზიარე სტატია

17-21 თებერვალს მუსიკალური პროექტის, Making Waves-ის ფარგლებში ნორვეგიაში მოღვაწე ელექტროაკუსტიკური მუსიკის კომპოზიტორები – მარიამ ღვინიაშვილი, ჯუზეპე პიზანო და მაიკ მაკკორმიკი  ერთკვირიანი ვიზიტით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ეწვევიან.

Making Waves – არის ვორქშოპების სერია, რომლის მიზანი საქართველოში ელექტროაკუსტიკური ხელოვნების განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.

 

 

ვირქშოპების ციკლი შედგება სამი თითოკვირიანი ლექციების სერიისგან, და შეეხება სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს, ჩაწერის სხვადასხვა ტექნიკას და მიდგომებს ფიქსირებული მედიისა და ლაივ პერფორმანსის შესაქმნელად. ჯგუფური და ინდივიდუალური გაკვეთილების მსვლელობისას, თეორიასთან ერთად, სტუდენტებს ელით პრაქტიკული დავალებები სტუდიაში და საველე ჩაწერები.

პირველი სალექციო კვირა ჩატარდა გასული წლის ოქტომბერში. საგანმანათლებლო პროგრამის ბოლოს, 2020 წლის აპრილში, დაგეგმილია ორდღიანი ელექტროაკუსტიკური მუსიკის ფესტივალი, სახელწოდებით MAKE WAVES, სადაც პროგრამის მოსწავლეები, პედაგოგები და მოწვეული სტუმრები წარდგებიან.

Making Waves ხელს უწყობს ელექტროაკუსტიკური მუსიკის პოპულარიზაციას და აუდიტორიის შექმნას, ახალბედა კომპოზიტორებისა და შემსრულებლებისთვის თავიანთი ნამუშევრების წარდგენას.  პროექტი ხორციელდება ნორვეგიის მუსიკის აკადემიის, „CEMPE (სემპე) საშემსრულებლო სამუსიკო განათლების ცენტრისა“ და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მხარდაჭერით.

ინფორმაციას გაეცანით ღონისძიების FB გვერდზე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.