fbpx

პარიზის მუზეუმების გაერთიანებამ რარიტეტული ექსპონატების ათასობით ციფრული ფოტო ატვირთა


გააზიარე სტატია

 

ორგანიზაცია „პარიზის სამუზეუმო გაერთიანებამ“, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის 14 მუზეუმს (კარნავალეს მუზეუმი, ანტუან ბურდელის სახლ-მუზეუმი და ა.შ.) აერთიანებს, გააქტიურა რარიტეტული გამოსახულებების ციფრული ონლაინ-არქივი, რომელშიც ათასობით მაღალი რეზოლუციის ფოტოს გადმოწერაა შესაძლებელი.

თემატიკა მრავალმხრივია და მოიცავს ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გამოსახულებებს, ასევე ისეთ კატეგორიებს, როგორებიცაა, მაგალითად, ცნობილი ადამიანების (დიუმა, სარა ბერნარი, ჟიულ ვერნი) პორტრეტები, ძველი პარიზის არქიტექტურა და ურბანული სიუჟეტები. 

არქივში ასევე მოხვდა უნიკალური მასალა, რომელიც მათი სიძველისა და დაზიანების საფთხის გამო, იშვიათად, ან საერთოდ არ გამოფენილა დამთვალიერებლებისათვის. 

ამ ტექსტის დაწერის მომენტში კოლექციაში 321 185 ფაილი  აიტვირთა. პლატფორმის ვებგვერდის ქვედა ნაწილში, გათვალისწინებულია სპეციალური მთვლელიც, რომელიც თავისუფლად ხელმისაწვდომი  ფაილების რაოდენობას აჩვენებს (150213), მათგან 62 599 ათასი კი – ფოტოს წარმოადგენს. 

არქივში დაცული რამდენიმე ათასი ფაილის გადმოწერა უფასოა და მომხმარებელს, მათი გამოყენება საკუთარი მიზნებით შეუძლია. ყოველ ფაილს ახლავს შესაბამისი ინფორმაცია და გამოყენების წესები. (საავტორო უფლებით დაცული ფაილები კი, პლატფორმაზე დაბალი რეზოლუციითა ატვირთული).

რამდენიმე საინტერესო კოლექცია „პარიზის სამუზეუმო გაერთიანების“ ფოტოარქივიდან:

ეჟენ ატჟეს – „ფოტოგრაფიის ბალზაკის“  6264 ნამუშევარი, რომელიც ძველი პარიზის ურბანულ რეალობას, ქუჩებს, არქიტექტურასა და მოსახლეობის ყოფას ასახავს.

ნადარის (გასპარ ფელიქს ტურნაშონი) 570 უნიკალური ფოტოპორტრეტი, რომლებზეც ეპოქის ცნობილი დრამატურგები, რომანისტები, კომპოზიტორები, მსახიობები და მოცეკვავეები არიან ასახულნი. 

 

როჯერ ჰენრარდის (მფრინავი და აეროგადაღების პიონერი) 1600 ნამუშევარი, რომლებზეც პარიზი ფრენის სიმაღლიდანაა აღბეჭდილი. 

ეტიენ კარჟის 254 პორტრეტული ფოტო, მათ შორის ბოდლერის, ვიქტორ ჰიუგოს, როსინისა და ვერდის პორტრეტები. 

 

სხვა ფოტოები „პარიზის სამუზეუმო გაერთიანების“ ფოტოარქივიდან:

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.