fbpx

“კოპი-პეისტის” გამომგონებელი ლარი ტესლერი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა


გააზიარე სტატია



ლარი ტესლერი, კომპიუტერული ტექნოლოგიების ერთ-ერთი ფუძემდებელი,  74 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ტესლერმა სილიკონ ველიში მუშაობა 1960-იან წლებში დაიწყო, როცა კომპიუტერები ადამიანების უმრავლესობისთვის მიუწვდომელი იყო. მისი გამოგონების წყალობით, რაც “cut”, “copy” and “paste” ბრძანებებში გამოიხატა, პერსონალური კომპიუტერის შესწავლა და გამოყენება მარტივი გახდა. 

კომპანია Xerox-მა, სადაც ტესლერმა თავისი კარიერის ნაწილი გაატარა, მის ხსოვნას პატივი  მიაგო. “cut/copy და paste-ის, find და replace და ბევრი სხვა გამოგონების ავტორი მისტერ ტესლერი გახლდათ, –  დაწერეს კომპანიის ტვიტერზე , – თქვენი სამუშაო დღეს უფრო მარტივია მისი რევოლუციური იდეების შედეგად.”

მისტერ ტესლერი 1845 წელს ბრონქსში დაიბადა და კალიფორნიაში, სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მისი ვიწრო სპეციალობა იყო ინტერფეისის დიზაინი – ანუ კომპიუტერული სისტემების მომხმარებლისთვის მოსახერხებლად გადაქცევა.

ტესლერი მუშაობდა სხვადასხვა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში – მისი კარიერა პალო ალტოში, Xerox-ის კვლევით ცენტრში დაიწყო, შემდეგ სტივ ჯობსმა ის Apple-ში მიიწვია, სადაც ტესლერმა 17 წელი დაყო. Apple-იდან წამოსულმა ტესლერმა საგანმანათლებლო სტარტაპი დააარსა და მცირე ხნით Amazon-სა და Yahoo-შიც იმუშავა.

2012 წელს მან BBC-ს განუცხადა: “როცა გარკვეული რაოდენობის ფულს შოულობ, შენ პენსიაში კი არ გადიხარ, არამედ დროს ახალი კომპანიების შექმნაში ხარჯავ. ძალიან ამაღელვებელია  გქონდეს შენი გამოცდილების ახალი თაობისთვის გაზიარების შესაძლებლობა.”

ტესლერის ყველაზე ცნობილი ინოვაცია – cut და paste ბრძანებები  სავარაუდოდ, რედაქტირების ძველ მეთოდს ეფუძნებოდა, როცა ადამიანები ნაბეჭდ ტექსტს ფიზიკურად ჭრიდნენ და აწეპებდნენ სხვა ადგილას. 

ეს ბრძანება Apple-ის პროგრამის მქონე კომპიუტერ Lisa-ში 1983 წელს შეიტანეს. აღნიშნული კოდით გამოვიდა შემდეგ წელს პირველი Macintosh-იც. 

სილიკონ ველის ისტორიის მუზეუმის სიტყვებით,  “ტესლერმა კომპიუტერულ მეცნიერებაში კონტრკულტურის ხედვა შემოიტანა, რომ კომპიუტერები ყველასთვის გასაგები ყოფილიყო.”

 

ორიგინალი: https://www.bbc.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.